Bord.ge | 3 დღე კახეთში - რთველის ტური

3 დღე კახეთში - რთველის ტური

შილდა
კაცზე 450GEL-დან
av_timer
3 დღე
language
EN, RU, GE
favorite

რთველი საქართველოში მნიშვნელოვანი და საყვარელი პერიოდია. ის დიდი მოსავლის სიმბოლოა, რომლისთვისაც დიდი შრომა და სიყვარული გვაქვს ჩადებული ჩვენს საყვარელ საქმეში - ღვინის კეთებაში.

შემოგვიერთდით და გაატარეთ სამი დღე კახეთში, მთავარ ღვინის მწარმოებელ მხარეში. თქვენ დარჩებით ლამაზ სოფელში, შილდაში. სასტუმროს ლამაზი ეზო აქვს, აივანი კი კავკასიონის ქედს გადაჰყურებს. აქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

  • დღე 1 - ისწავლეთ ხინკლის გაკეთება. სადილზე დააგემოვნეთ აქ დაყენებული ღვინო, მასპინძელი მოგიყვებათ როგორ აკეთებს ღვინოს.
  • დღე 2 - გემრიელი საუზმის და დასვენების შემდეგ გაემართეთ ვენახში, რომელიც კავკასიონის ძირშია გაშენებული. დაკრიფეთ ღვინო მასპინძლებთან ერთად და დაწურეთ მარანში. სადილზე მიირთვით ახლად დაწურული ყურძნის წვენი, ღვინო, ჭაჭა, ბაღის ხილ-ბოსტნეული და კახური კერძები.
  • დღე 3 - საუზმის შემდეგ გაისეირნეთ სოფელში. ისწავლეთ ქართული ნუგბარის, ჩურჩხელას გაკეთება.

სახლში ბევრი ფოტოებით, ახალი ცოდნითა და უამრავი კარგი მოგონებით დაბრუნდებით.

რა შედის
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე
  • ლანჩი
  • სადილი
  • ღვინის დეგუსტაცია
  • მასტერკლასი
რა არ შედის
  • ტრანსპორტაცია
დამატებითი ინფორმაცია
  • თქვენ იცხოვრებთ სასტუმროში "Keti's hotel". სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, პარკინგი. ნომრები არამწევლებისთვისაა. სასტუმროს ასევე აქვს ლამაზი კარ-მიდამო. განთავსდებით ორსაწოლიან ან ოთხსაწოლიან ნომერში, დამოკიდებულია ჯგუფის ზომაზე.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი