Bord.ge | ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

იპოვეთ პასუხები თქვენს კითხვებზე აქ

ტურების შესახებ

ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. თუ რომელიმე ტურზე საჭიროა აღჭურვილობა ან კონკრეტული ნივთები, რომლებიც არაა ჩვენი მხრიდან მოწოდებული, დამატებით ინფორმაციაში ეწერება ამის შესახებ.
ტურის საფასური შეგიძლიათ დაწყებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გადაიხადოთ. გადახდა ბარათით ხდება და შესაბამის ღილაკს თქვენი ჯავშნის გვერდზე იპოვით.
ყველა ტურს თავისი დასაწყისის დრო აქვს. ზოგ შემთხვევაში შეძლებთ ამოირჩიოთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი.
როგორც წესი, ყველა ტური მოიცავს სრულ ტრანსპორტაციას, ანუ მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე და ტურის დასრულების შემდეგ დაგტოვებთ კვლავ თქვენს მისამართზე. თუ სხვა გამონაკლისი შემთხვეაა, ამის შესახებ ტურის გვერდზე ეწერება.
პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეთ ოპერატორს და ვეცდებით მოვაგვაროთ თქვენი პრობლემა. თუ საერთოდ ვერ ახერხებთ გამოცხადებას, შეგიძლიათ ოპერატორთან განიხილოთ თარიღის შეცვლის ვარიანტიც.

ტრანსფერების შესახებ

დიახ. ყოველი ჯავშნისას თქვენ გეძლევათ უფასო მოცდის დრო, რომლის გახარჯვის შემდეგაც მოცდა ფასიანია.
აუცილებლად დაგელოდებათ. მთავარია, თქვენი რეისის ნომერი მითითებული იყოს შეკვეთის კომენტარებში.
ფასი მარშრუტის მიხედვით ავტომატურად გამოითვლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოგზაურობის მარშრუტი არ იცვლება, ღირებულებაც უცვლელი რჩება. გაითვალისწინეთ რომ ჯავშნისას გეძლევათ უფასო მოცდის დრო, რომლის გახარჯვის შემდეგაც მოცდა ფასიანია.
გადაიხადეთ თანხა მინიმუმ 24 საათით ადრე, ტრანსფერის დაწყებამდე. თანხას ბარათით იხდით საიტზე. შესაბამის ღილაკს ჯავშნის გვერდზე იპოვნით.

ტურების და ტრანსფერების შეკვეთა

როცა ტურს ან ტრანსფერს დაჯავშნით, email-ზე და SMS-ით მიიღებთ თქვენი ჯავშნის გვერდის ბმულს. აქ ნახავთ თქვენი ჯავშნის შესახებ ინფორმაციას.

შეკვეთის ცვლილებები

იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ ხანდახან მძღოლს არ შეუძლია მუშაობა სხვადასხვა მიზეზების გამო, ასევე, შეიძლება, მანქანა იყოს ტექნიკურად გაუმართავი. ამ შემთხვევაში სისტემა სხვა მძღოლს შეგირჩევთ და მასთან ერთად მგზავრობას შემოგთავაზებთ.
ეს სრულიად ნორმალურია. შესაძლოა ერთ-ერთი ობიექტი არ იყოს მზად სტუმრების მისაღებად და ასეთ შემთხვევაში გიძებნით სხვა ობიექტს, რომელიც არანაკლები ან უკეთესი იქნება.
დიახ. ჯავშანში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტურის დაწყებამდე ნებისმიერ დროს. ფასი ავტომატურად განახლდება.
მგზავრობის დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაამატოთ ტრანსფერში მიმართულება. ფასი ავტომატურად განახლდება.
არ შეგიძლიათ. თუმცა, თუ თქვენზე მორგებული ინდივიდუალური ტურის აწყობა გსურთ, შეგიძლიათ მოგვწეროთ და ყველანაირად ვეცდებით დაგეხმაროთ.

შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება

თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ მგზავრობა. ამისათვის მიჰყევით ბმულს SMS-ში ან ელფტოსტით მიღებულ შეტყობინებაში და დააჭირეთ ღილაკს ჯავშნის გაუქმება. არაფრის გადახდა არაა საჭირო. თუ ჯავშნის დრომდე 24 საათით ადრე თანხა არ გადაგიხდიათ, ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება.
შეგიძლიათ. თუმცა ყურადღება მიაქციეთ გაუქმების პოლიტიკას, რომელიც ყველა აქტივობას და ტურს განსხვავებული აქვთ. გაუქმების პოლიტიკის ნახვა ჯავშნის გვერდზე შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია და რჩევები

გაგვიხარდება თუ თქვენს შთაბეჭდილებებსა და ფოტოებზე ჩვენც დაგვთაგავთ. ასე ჩვენი გუნდი შეძლებს რომ თქვენი შთაბეჭდილებები ნახოს. ჩვენ გვიხარია ყოველი თგვენგანის კმაყოფილება, ამიტომ შეიძლება რომელიმე თქვენი ფოტო, თქვენთან შეთანხმებით, ჩვენც გავაზიაროთ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდეთ.
თუ საჩივრის დაწერა გსურთ, წარმოადგინეთ ის წერილობითი ფორმით, ელექტრონულად. შესაბამის email-ს კონტაქტის გვერდზე იპოვით. თუ საჩივრის ტექსტი ვერ წარმოადგენს ვალიდურ ფაქტებს, რომლებიც დადასტურებადია, ის არ განიხილება.
ზოგადად - არა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ ტურში შემავალ ზოგ აქტივობაზე შეიძლება იყოს, მაგალითად თუ ტაძრების მოსანახულებლად მიდიხართ. ყოველი ტურის გვერდზე, დამატებით ინფორმაციაში ნახავთ რეკომენდაციებს და აქვე ეწერება დრესკოდის არსებობის შესახებაც.
ჩვენი მძღოლებისთვის თიფის დატოვება შეგიძლიათ როგორც ნაღდით, ისე ბარათით. თუ ტურის ფარგლებში რომელიმე მომსახურე პერსონალისთვის მოგინდათ თიფის დატოვება იკითხეთ ადგილზე.
გააჩია რა სახისაა ტური და რა შედის ფასში. თუ რომელიმე აქტივობის გადასახადი ტურის ფასში არ შედის რა თქმა უნდა დაგჭირდებათ სახარჯი ფულის თან ქონა. გარდა ამისა, შეიძლება რომელიმე ადგილას რაიმე ნივთი, ღვინო ან სუვენირი ძალიან მოგეწონოთ და ყიდვა მოგინდეთ.

მომსახურების შეფასება

როდესაც თქვენი ტური დასრულდება, ჯავშნის გვერდზე შეძლებთ ფიდბექის დატოვებას.
ძალიან საჭიროა. უკუკავშირი მომსახურების ხარისხის ერთადერთი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეფასება. შეფასების დაწერა შეგიძლიათ ჯავშნის გვერდზე, მას შემდეგ, რაც მძღოლი შეკვეთის სტატუსს შესრულებულად მონიშნავს.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი