- 2 დღიანი ვორქშოპი
- ლანჩი
                            av_timer
                            
                                                6 საათი
                        •
                        
                            language
                            
                                                                    EN, GE
                        
                                ios_share
                            
                        
                                favorite
                            
                        ვორქშოპს ნინო ყვავილაშვილი გვთავაზობს, რომელიც გვასწავლის აბრეშუმზე თანამედროვე სტილით ხატვას, ბატიკის ტექნიკის გამოყენებით
- აბრეშუმის ნაჭერს ვშლით ჩარჩოზე და ვამაგრებთ სტეპლერებით. ნაჭრის უკანა მხარეს მონიშნულ კონტურებს, ზედა მხარეზე ფანქრით მოვხაზავთ.
- იმავე დიზაინს კიდევ ერთხელ მოვხაზავთ, ახლა უკვე წებოს გამოყენებით. ეს სამუშაოს პირველი ნაწილია.
- შესვენების შემდეგ, როცა წებო გაშრება, ნაჭერზე გადაგვაქვს ფერები. როცა საღებავი გაშრება ნაჭერს ვხსნით ჩარჩოდან.
- გვაქვს ორნაირი საღებავი - ერთი, რომელიც შეიძლება დატანილ იქნას გაუთოვებით და მეორე, რომელიც საჭიროებს აორთქლებას.
- ნაჭერს ვახვევთ ქაღალდში, ვკიდებთ შესაბამის დიდ ღუმელში და ვტოვებთ ორი საათით გასაშრობად. როცა საღებავი გაშრება, ვასხამთ წყალს ჯამში, ვუმატებთ სპეციალურ სითხეს და ჩვენს ნაჭერს შიგ ვდებთ, სადაც 10 წუთით ვაჩერებთ.
- ვრეცხავთ ფრთხილად და ვკიდებთ გასაშრობად. თუ გვინდა რომ გავუკეთოთ მოოქროვება, ისევ ვშლით ჩარჩოზე ნაჭერს და ვამატებთ დეკორაციებს.
- როცა ეს უკანასკნელიც გაშრება, ვხსნით ნაჭერს ჩარჩოდან და ვაუთოებთ, რის შემდეგაც გავაგრძელებთ პროცესს იმის და მიხედვით, კედლის დეკორატიული საკიდის დამზადება გვინდა თუ შარფის.
- ნაჭრისთვის განკუთვნილი მარკერით შეგვიძლია ჩვენს პროდუქტზე ხელმოწერა დავიტანოთ
რა შედის
    
                            დამატებითი ინფორმაცია
    
                            - ორდღიანი ვორქშოპი ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, არ საჭიროებს გამოცდილებას. შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი ტემპით, არტისტი ყველაფერს გასწავლით და დაგეხმარებათ.
 
                    
 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                