- მინიმალური ასაკი: 14 წელი
- მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 1, მაქსიმალური: 6
ტური კოლხეთის პარკის ყველაზე ლამაზი ადგილების ნახვის საშუალებას მოგცემთ. სიღრმეში შესვლისთანავე თქვენს თვალწინ პარკის ულამაზესი ხედები გადაიშლება. კოლხეთის ტყე გამორჩეულია ფლორითა და ფაუნით - აქ შენიშნავთ 100-ზე მეტ სხვადასხვა ფრინველს, რაც პარკს გამორჩეულ ადგილად აქცევს ეკოტურისტებისთვის. თუ გაგიმართლად პარკში მცხოვრებ ცხოველებს, მათ შორის ველურ ცხენებსაც შენიშნავთ.
შემდეგ გაჩერდებით საპიკნიკე ადგილთან, სადაც შეგიძლიათ ცოტა ხანს შეისვენოთ, შემდეგ კი ფეხით გაუყვეთ მონაკვეთს ტყეში. ტყე საკმაოდ ხშირია, გამყოლი უამრავ საინტერესო ადგილს გაჩვენებთ.
ბოლო გაჩერება ჩიტების დასაკვირვებელი კოშკია - აქედან კარგად იშლება მთლიანი პარკის ჰორიზონტი, აუცილებლად იქონიეთ კამერა ბევრი საინტერესო კადრის დასაფიქსირებლად. გამყოლიც სიამოვნებით გადაგიღებთ ფოტოებს. აქვე ახლოს მოაჯირიანი ბილიკია ტბის თავზე - აუცილებლად ნახეთ ეს ადგილიც, მშვიდი ტბა სასიამოვნო დასაკვირვებელია.