- კულინარიის პრაქტიკული გაკვეთილი: ჩვენი მზარეული ხათუნას დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლით ჩაქაფულის ან ხინკლის გაკეთებას, მოამზადებთ სხვადასხვა ქართულ აპეტაიზერებსა და სხვა საინტერესო კერძებს ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით.
- სამზარეულოს ამბები: მომზადების პარალელურად, თქვენ უამრავ რამეს გაიგებთ საქართველოს საუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე, ადგილობრივი ინგრედიენტების საიდუმლოებზე და რეცეპტებს შორის კავშირებზე.
- ლანჩი: კერძებით, რომლებსაც მასტერკლასისას დაამზადებთ და სხვა დელიკატესებით.
- მენიუ სამი კერძით: აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი, ყველა მათგანი დაფუძნებული ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე.
- სასმელი: კერძებთან შეხამებული ოჯახის ღვინო, ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, ყავა და ჩაი.
av_timer
4 საათი
•
language
EN, GE
ios_share
favorite
კულინარიული მასტერკლასი კახეთში, ადგილობრივ ფერმაში ტარდება. კერძების მოსამზადებლად ჩვენს ეზოში დაკრეფილ პროდუქტებს გამოვიყენებთ. ჩვენს მასპინძელს, ხათუნას ყველაზე გემრიელი ხელი აქვს! მასთან ერთად ისწავლით როგორ მოამზადოთ გამორჩეული ქართული კერძი ჩაქაფული (სეზონური კერძია), ხინკალი ან მწვადი - ოჯახის ვენახის წალამზე შემწვარი ხორცი, რომელიც კერძს გამორჩეულ გემოს აძლევს.
ადგილობრივი, გემრიელი ინგრედიენტებით ჩვენ მოვამზადებთ სამ კერძიან გემრიელ სადილს (აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი).
რა შედის
რა არ შედის
- ტრანსფერი ლაგოდეხში (მოთხოვნით)
დამატებითი ინფორმაცია
- 6 წლამდე ბავშვებისთვის აქტივობა უფასოა
- აქტივობა ინდივიდუალურია. ჯგუფის მინიმალური ზომა: 1 ადამიანი, მაქსიმალური - 10 ადამიანი
- დაჯავშნა შეგიძლიათ ნებისმიერ დღეზე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე