av_timer
12 საათი
•
language
EN, RU, GE
ios_share
favorite
სვერის სათავგადასავლო ბანაკი ულამაზეს მხარეში, ჭიათურაში მდებარეობს. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს ბანაკი საუკეთესო ემოციებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
ბანაკში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაა - ხის კოტეჯები, მისაღები, სველი წერტილები, მაგიდის ჩოგბურთის და ბადმინტონის მოედანი, საცოცი კედელი, აუზი, საკარვე, საჰამაკე, გასართობი, საბავშვო და საკოცონე სექტორები.
მოიწყვეთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დასვენება, განიცადეთ ნამდვილი თავგადასავლები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან თანამშრომლებთან ერთად.
ერთდღიანი ტურის დეტალური აღწერა:
- 09:00 გამგზავრება თბილისიდან კომფორტული მიკროავტობუსით
- 11:30-12:00 ჩამოსვლა, დაბინავება და საორიენტაციო შეხვედრა სვერის ბანაკში
- 12:00-12:30 გამასპინძლება ლანჩით იმერულ მაგიდასთან
- 12:30-13:30 კლდეში ნაკვეთი ეკლესიის მონახულება უსაფრთხოების ქამრების გამოყენებით
- 13:30-14:00 ბანაკში დაბრუნება, დასვენება, სპელეოტურის ინსტრუქტაჟი, აღჭურვილობის მორგება
- 14:00-15:30 სპელეოტური კოტიას მღვიმეში
- 16:00-16:30 ბანაკში დაბრუნება, დასვენება, კლდეზე ცოცვის ინსტრუქტაჟი, აღჭურვილობის მორგება
- 16:30-18:00 ცოცვის ტური ბანაკის საცოცავ ზონაში
- 18:00-18:30 ბანაკში დაბრუნება, შხაპის მიღება, დასვენება
- 18:30-19:30 სადილი ტრადიციული ქართული კერძებით
- 19:30-20:30 დასვენების და გართობის ზონა (ჰამაკი, ბატუტი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრიზბი და ა.შ.)
- 21:00 დამშვიდობება და გამგზავრება თბილისში
კლდეში ნაკვეთი ეკლესია
კლდეკარის ეკლესია შუასაუკუნეებისაა. კლდეს "მულა ყუს კლდეს" უწოდებენ - მურვან ყრუმ დალაშქრა ეს ადგილები, თუმცა სვერის ციხის აღება ვერ შეძლო.
chevron_left
chevron_right
რა შედის
- ტრანსპორტაცია
- ყველა ჩამოთვლილი აქტივობა
- ყველა საჭირო აღჭურვილობა
- გიდი
- ინსტრუქტორი
- ლანჩი
- სადილი