- სადილი
- ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაციაზე განსაკუთრებულ ადგილას წაგიყვანთ, სოფელ ობჩაში. აქ, ამ ლამაზ ადგილას, ბაია აბულაძე და მისი დედ-მამიშვილები ღვინის კეთების საქმეში ბავშვობიდან არიან ჩართულები. მათი ღვინო ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში: ოცხანური საფერე, ალადასტური, ცოლიკაური, ციცქა და კრახუნა ამაყად სთავაზობენ ღვინის სამყაროს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს.
დები განახებენ ვენახს, მოუსმენთ როგორი სიყვარულით და ღრმა ცოდნით საუბრობენ ღვინოზე და ტრადიციებზე. ამის შემდეგ მარანში ჩახვალთ სადაც ნახავთ როგორ ინახება ღვინო ქვევრებში.
თუ იმერეთი რამითაა განთქმული - ეს სტუმარ-მასპინძლობაა. ბაიას დედა წამში გაშლის მაგიდას, რომელზეც დაგხვდებათ - ხაჭაპური, სალათები, ფხალი, წიწილა ნიორწყალში, აჯაფსანდალი ნადუღის ბურთულებით და მრავალი სხვა აქაური კერძი.
- ტრანსფერი ბაღდათში (მოთხოვნით)
- ხანგრძლივობა: 3 საათი
- მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 1, მაქსიმალური - 45
- ასაკზე არაა შეზღუდვა, ღვინის დეგუსტაცია 18 წლიდან