- სადილი
- ღვინის დეგუსტაცია
av_timer
3 საათი
•
language
EN, RU, GE
ios_share
favorite
მეგობრულ გარემოში ისწავლით როგორ მოამზადოთ:
- ხინკალი
- აჭარული ხაჭაპური
- ჩურჩხელა
მასტერკლასისას გემრიელ ქართულ ღვინოს დააგემოვნებთ, რაც ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. მომზადების შემდეგ ყველა ერთად მიირთმევთ.
გარემო ძალიან მეგობრული და შინაურულია, თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ ოჯახში, მზარეულები კი გამოცდილები - მათგან ბევრ რამეს გაიგებთ ქართული სამზარეულოს შესახებ. შეფმზარეული სიამოვნებით გაგიზიარებთ სხვა რეცეპტებსაც და სახლში თავადაც შეძლებთ მათ მომზადებას.აქტივობა საინტერესო და შემეცნებითია, ამ მყუდრო გარემოში და საერთო საქმეში დროს ყველაზე კარგად მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ.
რა შედის
დამატებითი ინფორმაცია
- ფასი მოცემულია ზრდასრულებისთვის. ბავშვები 14 წლამდე მონაწილეობენ უფასოდ
- მასტერკლასი კერძოდ ტარდება. ჯგუფის მაქსიმალური ზომაა 10 ადამიანი
- მინიმალური ასაკი: არაა შეზღუდვა. ღვინის დეგუსტაციის მინიმალური ასაკი: 18 წელი