Bord.ge | ქართული ვეგანური სამზარეულოს მასტერკლასი თბილისში

ქართული ვეგანური სამზარეულოს მასტერკლასი თბილისში

თბილისი
კაცზე 220GEL-დან
av_timer
3 საათი
language
EN, RU, GE
favorite

მეგობრულ გარემოში ისწავლით როგორ მოამზადოთ:

  • ვეგეტარიანული ხინკალი
  • ხაჭაპური
  • აჯაფსანდალი
  • ვაშლი თაფლში

მასტერკლასისას გემრიელ ქართულ ღვინოს დააგემოვნებთ, რაც ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. მომზადების შემდეგ ყველა ერთად მიირთმევთ.

გარემო ძალიან მეგობრული და შინაურულია, თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ ოჯახში, მზარეულები კი გამოცდილები - მათგან ბევრ რამეს გაიგებთ ქართული სამზარეულოს შესახებ. შეფმზარეული სიამოვნებით გაგიზიარებთ ბევრ რეცეპტებს და სახლში თავადაც შეძლებთ გემრიელი კერძების მომზადებას.

აქტივობა საინტერესო და შემეცნებითია, ამ მყუდრო გარემოში და საერთო საქმეში დროს ყველაზე კარგად მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ.

რა შედის
  • სადილი
  • ღვინის დეგუსტაცია
დამატებითი ინფორმაცია
  • ფასი მოცემულია ზრდასრულებისთვის. ბავშვები 14 წლამდე მონაწილეობენ უფასოდ
  • მასტერკლასი კერძოდ ტარდება. ჯგუფის მაქსიმალური ზომაა 10 ადამიანი
  • მინიმალური ასაკი: არაა შეზღუდვა. ღვინის დეგუსტაციის მინიმალური ასაკი: 18 წელი

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი