- ველოსიპედით უზრუნველყოფა
- მიკროავტობუსით მომსახურება
- დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
- ინსტრუქტორის ( გიდის ) მომსახურება
- თქვენი ველოსიპედების ველომზიდით ტრანსპორტირება
თბილისიდან გავდივართ მიკროავტობუსით სოფელ ბარისახომდე, საიდანაც იწყება ველოტური ჟინვალის წყალსაცავის მიმართულებით. მივუყვებით ველოსიპედებით ფშავის არაგვის ხეობას. გზად შევივლით სოფელ ჩარგალში სადაც მოვინახულებთ ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმს. ტურში გათვალისწინებულია შესვენებები. ასევე გზად გამოგყვებათ მიკროავტობუსი და დაღლის შემთხვევაში შეძლებთ შეწყვიტოთ დროებით ან სრულად ტურში მონაწილეობა. ტური სრულდება სოფელ თვალივთან, სურვილის შემთხვევაში ტურის მარშრურტს გავზრდით და დავასრულებთ სოფელ ჩინთში.
- ჩატარების თარიღი: 2 დეკემბერი
- შეკრება: 8:00 სთ
- გასვლა 9:00 სთ.
- დაბრუნება 19:00 სთ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: წამოსვლისას არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე, ხოლო სრულწლოვნებმა უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა
- საკვები და სასმელი
- ტურს თბილისიდან ვიწყებთ. ზუსტ ლოკაციას ჯავშნის შემდეგ გამოგიგზავნით.
აღნიშნული ტური ჯგუფურია და ჩასატარებლად საჭიროა მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა. თუ ჯგუფი ვერ შედგა შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან/და თანხის მთლიანად დაბრუნებას
ტურის ტიპი: ველოტური
სირთულე: მარტივი
ტურის უმაღლესი წერტილი: 1290 მ.
ხანგრძლივობა: 1 დღე
რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
მანქანით გასავლელი მანძილი: 95 კმ.
ველოსიპედით დასაფარი მანძილი: 30 კმ.
სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი
ტურისთვის საჭირო ნივთები რომლებსაც ვუზრუნველყოფთ:
- ველოსიპედი
- ჩაფხუტი
- სათადარიგო კამერა
გთხოვთ თან იქონიოთ:
- საწვიმარი ლაბადა ან წყალგაუმტარი ქურთუკი
- მსუბუქი მთაში სასიარულოდ გამოსადგი ფეხსაცმელი რომელიც ნაკლებად ატარებს წყალს
- მშრალი საველე პირობებისთვის გამოსადეგი საკვები
- გამოსაცვლელი ტანისამოსი