Bord.ge | ჯგუფური ტური: ბოლნისი, დმანისი - პირველი ევროპელები

ჯგუფური ტური: ბოლნისი, დმანისი - პირველი ევროპელები

დმანისი
კაცზე 90GEL-დან
av_timer
8 საათი
language
EN, RU, GE, GER, AR, IT, FR, SP
favorite

ჯგუფური ტური ბოლნისსა და დმანისში მოკლე მოგზაურობაა საქართველოს უძველეს წარსულში. ექსკურსიზე არა მარტო ქართულ კულტურას გაიცნობთ, არამედ უამრავ ბევრისთვის უცნობ ფაქტებსაც გაიგებთ.

აღმოაჩინეთ ისტორიულად პირველი ევროპული დასახლება ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის სიონი და დმანისის არქეოლოგიური კომპლექსი.

რას ვნახავთ:

  • ასურეთი: გერმანული სოფელი, ცნობილი როგორც ელისაბედის კოლონია. აქ მოვინახულებთ გერმანულ ტაძარს; დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს და ღვინოს. ასურეთი საინტერესო სოფელია, აქაურობას ისევ აქვს შემორჩენილი მეცხრამეტე საუკუნის ხიბლი - 1818 წელს დაარსებული სოფლის მაცხოვრებლები, მაშინ, 72 გერმანული ოჯახი იყო.
  • ბოლნისი: შემდეგი გაჩერება ბოლნისია სადაც მუზეუმს ვეწვევით. მუზეუმი უამრავ ექსპონატს ინახავს თანამედროვე სტილის შენობაში, რომელიც ერწყმის ეკოსისტემას და თავს უყრის უამრავ ტურისტსა თუ მეცნიერს.
  • ბოლნისის სიონი: ტაძარი გამორჩეულია ორნამენტებითა და კედლებზე დატანილი წარწერებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნიმუშებია ქართული ანბანის. ეს პირველი ტაძარია რომელზეც მისი დასრულების თარიღია დატანილი. დიზაინი სასანიანური სტილისაა, ორნამენტები - ქართული.
  • დმანისი: ჩვენი ტური დმანისში გრძელდება, სადაც 1983 წელს დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ადრე პალეოლითის ხანის ნასახლარი და ნამარხები აღმოაჩინა. შუა საუკუნეებში, დმანისი გამორჩეული ქალაქი იყო რომელზეც აბრეშუმის გზა გადიოდა. ეს ადგილი უძველესი ევროპელების სახლია, რომლებსაც სიმბოლურად ზეზვა და მზია დაერქვათ. ისინი 1.81 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, რაც მათ უძველეს ჩონჩხებად ხდის, აფრიკის გარეთ. თქვენ დაათვალიერებთ მუზეუმს, არქეოლოგიურ გათხრებს და ნამარხებს, გაიგებთ როგორ მიმდინარეობდა გათხრები და რა სხვა საინტერესო ნიმუშები ინახება მუზეუმში.
რა შედის
  • გიდი
  • წყალი
  • უფასო SIM ბარათი
  • საქართველოს/თბილისის უფასო რუკა
რა არ შედის
  • მუზეუმის ბილეთების საფასური
გამგზავრება და უკან დაბრუნება
  • ტური იწყება მეიდნის მოედნისა და მეტეხის ხიდის გადაკვეთის წერტილიდან. აქ დაინახავთ WST-ს ოფისს და ჩვენს ავტობუსს. მისამართი: კოტე აფხაზის ქუჩა 44, გახსენით Google Maps-ში
  • გავდივართ და უკან ვბრუნდებით იმავე შეხვედრის ადგილზე, თბილისში
დამატებითი ინფორმაცია
  • დმანისის მუზუემის ფასები: სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის - 0.50 ლარი, ზრდასრულებისთვის - 3 ლარი. ტური მუზეუმში გიდთან ერთად - 10 ლარი.
  • ბოლნისის მუზეუმის ფასები: სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის - 0.50 ლარი, ზრდასრულებისთვის - 1 ლარი.
  • შეარჩიეთ კომფორტული სამოსი და ფეხსაცმელი ტურისთვის
  • წამოიღეთ თავშალი ტაძარში შესასვლელად
  • არსებობს ტურის გაუქმების შანსი, თუ არ მოგროვდა მსურველთა მინიმალური რაოდენობა. თუ ასე მოხდა, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან უკან დაგიბრუნებთ მთლიან თანხას.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი