- გიდი
- უფასო SIM ბარათი
- საქართველოს/თბილისის უფასო რუკა
av_timer
12 საათი
•
language
EN, RU, GE, GER, AR, IT, FR, SP
ios_share
favorite
ტური უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ გაეცნოთ სამ განსხვავებულ ადგილს, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ ამბავს გვიყვება ქვეყნის წარსულზე.
რას ვნახავთ:
- ვარძია: ეს ერუშეთის მთებში გამოკვეთილი მეთორმეტე საუკუნის სამონასტრო კომპლექსია. კომპლექსში შედის: მთავარი ტაძარი, ღვინის მარნები, წყალმომარაგების სისტემა, გვირაბები, საგუშაგოები. ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
- რაბათი: აზიური სტილის შუასაუკუნეების კომპლექსი ახალციხეში, რომელიც მეცამეტე საუკუნით თარიღდება. მის არქიტექტურაზე გავლენა სხხვადასხვა კულტურებმა იქონია საუკუნეთა განმავლობაში და ახლა განსაკუთრებული მემკვიდრეობითაა წარმოდგენილი. შვიდი ჰექტრის ტერიტორიაზე თქვენ აღმოაჩენთ ეკლესიას, მეჩეთს, მინარეთს და სინაგოგას.
- ბორჯომი: სიმწვანეში ჩაფლული საკურორტო ქალაქი სამხრეთ საქართველოში, რომელიც ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. ადგილი ცნობილია მინერალური წყლებით, რომანოვების საზაფხულო რეზიდენციით და ეროვნული პარკით.
რა შედის
რა არ შედის
- საკვები და სასმელი
- ბორჯომის პარკში შესასვლელი ბილეთი: 5 ლარი.
- ვარძიის კომპლექსში შესასვლელი ბილეთი: 17 ლარი.
- რაბათის კომპლექსში შესასვლელი ბილეთი: 18 ლარი
გამგზავრება და უკან დაბრუნება
- ტური იწყება მეიდნის მოედნისა და მეტეხის ხიდის გადაკვეთის წერტილიდან. აქ დაინახავთ WST-ს ოფისს და ჩვენს ავტობუსს. მისამართი: კოტე აფხაზის ქუჩა 44, გახსენით Google Maps-ში
- გავდივართ და უკან ვბრუნდებით იმავე შეხვედრის ადგილზე, თბილისში
დამატებითი ინფორმაცია
- არსებობს ტურის გაუქმების შანსი, თუ არ მოგროვდა მსურველთა მინიმალური რაოდენობა. თუ ასე მოხდა, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან უკან დაგიბრუნებთ მთლიან თანხას.