av_timer
6 საათი
•
language
EN, RU, GE
ios_share
favorite
თბილისი დიდებული ქალაქია რომელსაც მრავალი შრე აქვს. ისტორიულად მასზე ბევრ კულტურას ჰქონდა გავლენა და ამგვარად, მრავალი ეპოქის, ეთნოსის და ტრადიციების სახლად იქცა.
პირველი და უმთავრესი შრე, ძველი თბილისია - შემოგვიერთდით საფეხმავლო ტურში - მარშრუტი უმეტესად ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მიუყვება, რომლებიც ქალაქის წარსულს ირეკლავენ. ჩვენ ვნახავთ:
- ავლაბარს
- ღვინის აღმართს
- ლესელიძის ქუჩას
- გორგასლის ძეგლს და ღვთისმშობლის ტაძარს
- აბანოთუბანს
- მეტეხის ხიდს
- რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრს
- სიონს
- ანჩისხატს
- მშვიდობის ხიდს
- რიყის პარკს
- ნარიყალას
საფეხმავლო ტური იდეალურია მათთვის ვინც ქალაქში პირველად იმყოფება.
რა შედის
- ღირსშესანიშნაობების ტური
- ადგილობრივი გიდის მომსახურება
- საბაგიროს ბილეთები
რა არ შედის
- კვება და სასმელი
გამგზავრება და უკან დაბრუნება
- ჩვენი შეხვედრის ადგილი მეტრო ავლაბრის მიმდებარედ იქნება. ზუსტ მისამართს ჯავშნის შემდეგ შეგატყობინებთ.
დამატებითი ინფორმაცია
- ჩაიცვით კომფორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი
- ტაძრებში მანდილოსნებს უნდა ეცვათ ისეთი სამოსი რომ არ აჩენდნენ მუხლებსა და მხრებს. იგივე ეხებათ მამაკაცებს - შორტებით ეკლესიაში შესვლა მიუღებელია.
- ეს ჯგუფური ექსკურსიაა და მის ჩასატარებლად საჭიროა მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა. არსებობს ექსკურსიის გაუქმების შანსი, თუ მსურველთა საჭირო რაოდენობა ვერ მოგროვდა. ასეთ შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან/და თანხის სრულად დაბრუნებას.