Bord.ge | აგროტური გურულ ფერმაში

აგროტური გურულ ფერმაში

ოზურგეთი
კაცზე 100GEL-დან
av_timer
6 საათი
language
EN, RU, GE
favorite

კომლი ერთ დიდ ოჯახს აღნიშნავს, რომელიც ერთ საოჯახო მეურნეობას მოიცავს ხოლმე. სიტყვა "კვამლისგან" წარმოსდგება, და გვახსენებს თბილ ბუხარს, სითბოს, სიმყუდროვეს და სიყვარულს. სწორედ ასეთი გრძნობაა კომლის სტუმრობა ოზურგეთში სადაც დაუვიწყარი დღის გატარება შეგიძლიათ - ნახევარ დღიან ეთნო-გასტრო ტურზე გაიცნობთ ადგილობრივი ჩაის კულტურას, მეცხრამეტე საუკუნის კარ-მიდამოს ისტორიას და დააგემოვნებთ ძველ გურულ კერძებს.

  • 12:00-14:00 ტურს ჩაის ისტორიის წარმომავლობის გაცნობით დაიწყებთ, მასპინძელი მოგიყვებათ როგორ შემოვიდა საქართველოში ეს კულტურა, რა გზა გამოიარა დღემდე და როგორ აწარმოებს თავად ოჯახი ჩაის. გაისეირნებთ პატარა პლანტაციაში, დაკრეფთ ფოთლებს და ისწავლით ჩაის დაყენებას, რის შემდეგაც ლამაზ აივანზე მასპინძლებთან ერთად დააგემოვნებთ თქვენ მიერ მომზადებულ ნაყენს ქართულ ტკბილეულთან ერთად.
  • 14:00-16:00 დეგუსტაციის შემდეგ გაიცნობთ მეცხრამეტე საუკუნის კარ-მიდამოს, მის ისტორიას. ნახავთ შემოგარენს, სადაც ბამბუკის ტყე და ლამაზი ხედები დაგხვდებათ; წახვალთ პატარა ჰაიკინგზე ბუნებით დასატკბობად.
  • 16:00-18:00 სასიამოვნოდ დაღლილებს ოჯახი სეზონური მენიუთი გაგიმასპინძლდებათ - დააგემოვნებთ ოჯახის შემონახულ გურულ კერძებს და ადგილობრივ ღვინოს. დღეს ამ სასიამოვნო სადილით დაასრულებთ და სახლში სასიამოვნო გამოცდილებით, ახალი ცოდნით და მოგონებებით დაბრუნდებით.
რა შედის
  • ჩაის ტური, მასტერკლასი და დეგუსტაცია
  • მოკლე ჰაიკინგი მასპინძლებთან ერთად კომლის შემოგარენში
  • სეზონური ლანჩი/სადილი, დამზადებული ოჯახის შემონახული რეცეპტებით
რა არ შედის
  • ტრანსფერი ოზურგეთში (მოთხოვნით)

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი