გსურთ ნახოთ ისეთი თბილისი როგორსაც ფოტოებზე ხედავთ ხოლმე? - იტალიური ეზოები, ძველი სახლები ხის აივნებით და ფერადი კორიდორები. მაშინ გამოგვყევი და აღმოაჩინე თბილისის ცოცხალი ისტორია.
ჩვენ მოგიყვებით და გაჩვენებთ თბილისის არქიტექტურას, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნის უნიკალურ შენობებს, რომლებსაც ყველას თავისი საინტერესო ამბები და ისტორიები აქვთ.
მოგზაურობას თავისუფლების მოედნიდან დავიწყებთ, ვეწვებით სოლოლაკს, ძველ ქუჩებს, აბანოთუბანს, ჩანჩქერს, დავათვალიერებთ შენობებსა და ეზოებს შიგნიდან, კარგ ფოტოებსაც გადავიღებთ.
ჩვენი გიდი ვიზუალურ სანახაობას თავისი მონათხრობით გაამდიდრებს. გასეირნების მიწურულს კი ნამდვილ ქართულ ღვინოსაც დააგემოვნებთ.
- ადგილობრივი გიდის მომსახურება
- ღვინის დეგუსტაცია
შეხვედრის ადგილი თავისუფლების მოედანთან იქნება. დეტალურ მისამართს დაჯავშნის შემდეგ მიიღებთ.
მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რისი ნახვა უფრო გაინტერესებთ