Bord.ge | საცხენოსნო ტური თუშეთში და ხევსურეთში

საცხენოსნო ტური თუშეთში და ხევსურეთში

თუშეთი
კაცზე 365GEL-დან
av_timer
5 დღე
language
EN, RU, GE
favorite
  • დღე 1 მოგზაურობას დილით ადრიანად დავიწყებთ, 07:00 საათზე. მას შემდეგ რაც კახეთში ჩავალთ, აბანოს უღელტეხილით გადავალთ თუშეთში - სოფელ ომალოში. დავბინავდებით კომფორტულ საოჯახო სასტუმროში. მოვინახულებთ ვიზიტორთა ცენტრს სადაც გავიგებთ ყველაფერს თუშეთის ეროვნული პარკის შესახებ, დავათვალიერებთ მუზეუმს, ვნახავთ კესელოს ციხე-კოშკებს. საღამოს ვივახშმებთ სასტუმროში.
  • დღე 2 საუზმის შემდეგ მოგვაკითხავენ გამყოლები ცხენებით, და ამ დღიდან მოგზაურობას გავარგძელებთ ფეხით და ცხენებით. პირველი დანიშნულების ადგილი სოფელი შენაქოა, აქ ვნახავთ წმ. გიორგის ტაძარს, მოვივლით სოფელს და დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში. გვექნება ლანჩი ბუნებაში. ვნახავთ დიკლოს და ძველ დიკლოს - უძველეს ციხე სოფლებს. დავტკბებით ხედებით და დავბრუნდებით შენაქოში. ვივახშმებთ სასტუმროში.
  • დღე 3 მესამე დღეს, გემრიელი სადილის შემდეგ გავეშურებით დართლოსკენ, თათარეხის უღელტეხილის გადავლით. ვნახავთ სოფელ ჩიღოს, შემდეგ კი დართლოს. დღეისობით დართლო მთლიანადაა აღდგენილი და იუნესკოს სიაშია შეყვანილი. ამ საოცარ სოფელში გავათევთ ღამეს, საოჯახო სასტუმროში, დავისვენებთ და მივირთმევთ ლანჩს. სოფელი კავლო ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება, აქ ვნახავთ უძველეს ციხე-კოშკებს, გადავალთ სოფელ დანოში და დავბრუნდებით დართლოში, სადაც გველოდება ვახშამი.
  • დღე 4 სოფელი გირევის გზას დილიდან დავადგებით. გზად არაერთ ნასოფლარს შევხვდებით, მოვინახულებთ სოფელ ფარსმას და ბასოს. გირევი ბოლო სოფელია ხეობაში, სადაც სამანქანო გზა ადის, აქედან უკვე ხევსურეთის გზა იწყება. ლანჩის შესვენების შემდეგ, გზას ქვახიდამდე გავაგრძელებთ და დავბანაკდებით. დღეის შემდეგ ღამეს კარვებში გავათევთ. საღამოს ვივახშმებთ.
  • დღე 5 ბოლო დღეს ხევსურეთში გავატარებთ. მოვინახულებთ სოფლებს: შატილი, როშკა, ჯუთა. ბოლოს ვნახახვთ თრუსოს ველს და დავბრუნდებით თბილისში.
რა შედის
  • სამჯერადი კვება
  • გამყოლების მომსახურება
  • ცხენების ქირაობა
  • კარვები და საძილე ტომრები
  • საოჯახო სასტუმროში განთავსება
  • ტრანსპორტაცია თქვენი სასტუმროდან (თბილისი) ომალომდე და ხევსურეთიდან, უკან თბილისში.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი