av_timer
3 დღე
•
language
EN, RU, GE
•
10+
ios_share
favorite
სამდღიანი ტური იდეალურია ნებისმიერი გამოცდილების მქონე მოჯირითეებისთვის და იოგებისთვის. პროგრამა მოიცავს იოგას კლასებს, მედიტაციას, სუნთქვის ვარჯიშებს, ორგანულ ვეგანურ კვებას და საცხენოსნო ტურებს. ლორის რეგიონს მოივლით ცხენებით - რეგიონი და მოსანახულებელი ადგილები იდეალურია იოგას პრაქტიკისთვის.
პროგრამა:
- დღე 1
- 08:30 - ტრანსფერი თბილისიდან ლორის რეგიონში, სომხეთში. გავჩერდებით ახტალას მონასტერთან და ზარნი ფარნის ქვაბულებთან.
- 13:00 - ლანჩი.
- 13:30 - 15:00 დებედის კანიონის დასავლეთ კიდეზე საცხენოსნო ტური.
- 15:00 - 16:00 იოგას თერაპია ფიჭვნარში.
- 16:00 - 18:00 ზორაგეთის კანიონის საცხენოსნო გზაზე ჯირითი, ლამაზი პანორამული ხედების გავლით. ვახშამი და ღამისთევა მდინარის პირას, კემპინგი.
- დღე 2
- 09:00 -10:00 საუზმის შემდეგ ცხენებით ავუყვებით კანიონის ჩრდილოეთ რკალს.
- 10:00 - 11:00 იოგის კურსი უფსკრულის პირზე.
- 11:00 - 13:00 თერაპიული გასეირნება არდვის სოფლისკენ მიმავალ ბილიკზე.
- 13:00 - 14:30 ლანჩი, ადგილობრივი კერძებისა და სასმელების დეგუსტაცია.
- 14:30 - 15:30 ეწვიეთ მთაზე აშენებულ სრბანესის მონასტერს და წყაროებს.
- 15:30 - 17:00 სოფელ ოძუნში ასვლა.
- 17:00 - 18:00 იოგას კურსი.
- ღამის გათევა Avan Dzoraget Hotel-ში.
- დღე 3
- 09:00 - 10:00 ცხენებით ფიჭვის ტყეში გასვლა.
- 10:00 - 11:00 იოგა რეტრიტი.
- 11:00 - 13:00 ოძუნის მონასტრის და ძველი ქრისტიანული ბაზილიკის მონახულება.
- 13:00 - 14:00 ლანჩი.
- 14:00 - 16:00 დაბრუნდითი თავლაში და დატკბით გზად დებედის კანიონის ხედებით, ჰორომაირის სამონასტრო კომპლექსით. დააკვირდით მრავალი სახეობის ფრინველს.
- 16:00 - 19:00 ტრანსფერი თბილისში.
ზარნი ფარნის მღვიმეები
აქ შეგიძლიათ ნახოთ შუა საუკუნეების გამოქვაბულების კომპლექსი, ასევე ტრადიციული ვენახი, სომხური ეროვნული თამაშები, ეწვიოთ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებისა და კულტურის ამსახველი ექსპონატები.
chevron_left
chevron_right
რა შედის
- 1 ღამე სასტუმროში Tufenkian Avan Dzoraget Hotel, საუზმით. სტანდარტული ოთახები.
- ტრანსპორტაცია
- შიდა ტრანსპორტაცია
- კვება და სასმელი
- ყველა ზემოხსენებული აქტივობა
დამატებითი ინფორმაცია
- ჩატარების თარიღები: ყოველ დღე
- ჯგუფის მაქსიმალური ზომა: 10 მონაწილე
- მონაწილის მინიმალური ასაკი: 10 წელი
- ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე