- დაწყების დრო 07:00. ეს ყველაზე შესაფერისი დროა ფრენისთვის, რაკი ამინდი უკეთესია დღის პირველ ნახევარში და ქარიც არ არის. ამ დროისათვის თქვენ უკვე უნდა იყოთ დაწყების ადგილას.
av_timer
1 საათი
•
language
EN, RU, GE
•
6+
ios_share
favorite
ფრენა ალაზნის ველის თავზე, 50 მეტრის სიმაღლეზე შედგება. ეს ულამაზესი ადგილი კავკასიონის ქედის სამხრეთით 100 კილომეტრზეა გაშლილი და სიმაღლიდან ულამაზეს, პანორამულ ხედებად იშლება. ფრენა ნელი და მშვიდია, ქარიც არ გაწუხებთ რაკი ბურთი თქვენთან ერთად მოძრაობს. ფრენა დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. ეს კარგი შესაძლებლობაა დატკბეთ ხედებით და მიიღოთ ზღვა ემოციები. როცა დაეშვებით გელოდებათ ტრადიციული, ჰაერნაოსნობაში გაწევრიანების ცერემონიალი, შამპანიურის ბოკალით, დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით.
დამატებითი ინფორმაცია