- შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი ნებისმიერ დროს და დაიბრუნოთ მთლიანი გადახდილი თანხა უკან.
av_timer
2 საათი
•
language
EN, RU, GE
•
1+
ios_share
favorite
ტური განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს ექსტრიმი და ბუნება. მაღალი გამავლობის მანქანები საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ისეთი ადგილები, რომლებსაც სხვანაირად ვერასდროს ნახავდით. ამ ადგილებში ყოველი დღე განსაკუთრებული თავგადასავალია, ზოგჯერ დიდი ნისლი გვხვდება, ზოგჯერ იმაზე უფრო დიდი მდინარე ვიდრე ჩვეულებრივ, სეზონების მიხედვით ბორჯომი ახალ-ახალი ფერებით იფარება.
ჩვენ ვნახავთ უამრავ საინტერესო ადგილს, მათ შორის:
- გოგირდის აბანოებს - ღია ცის ქვეშ მოწყობილი აუზები, ბორჯომის სავიზიტო ბარათია, წყალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და მისი ტემპერატურა 32-38 გრადუსია ამიტომ ზამთარშიც შეგიძლიათ აქ ბანაობა.
- სადგერის ჩანჩქერს - ჩანჩქერი ტბის თემშია, რომელიც ცნობილია მიწისქვეშა სუბთერმული წყლებით და ულამაზესი სანახაობაა.
- წმინდა გიორგის ეკლესიას და დედათა მონასტერს - ფასადებზე იკითხება წმ. გიორგის ცხოვრების ეპიზოდები.
- პანორამული ადგილებს.
ნახეთ სხვანაირი ბორჯომი ჩვენთან ერთად.