Bord.ge | ჯიპ-ტური კახისის ტბაზე

ჯიპ-ტური კახისის ტბაზე

ბორჯომი
კაცზე 150GEL-დან
av_timer
4 საათი
language
EN, RU, GE
1+
favorite

თუ გსურთ ნაძვნარში ჩაფლული, ულამაზესი კახისის ტბის მონახულება, ჯიპ ტური ერთ-ერთი მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ტბებისკენ მიმავალ სამანქანო გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი მოძრაობა.

გზად გავივლით:

  • სადგერის ჩანჩქერს
  • ორ მიტოვებულ სოფელს
  • ულამაზეს ტყეს
  • პანორამულ ადგილებს
  • კახისის ტბამდე ორი პატარა - ჩიტოს და წეროს ტბაა, რომლებიც არანაკლებ სანახაობრივია და მათაც მოვინახულებთ

უშუალოდ კახისის ტბა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა - მდებარეობს ზღვის დონიდან 1752 მეტრზე. ტბა სრულიად გამჭვირვალეა და ულამაზესი სანახაობაა ყველა სეზონზე. აქ ბევრი საპიკნიკე და საბანაკე ადგილია, მიმდებარე ტერიტორია კი კეთილმოწყობილი. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გავჩერდეთ და მივირთვათ - შესაძლებელია ადგილობრივი თევზის, მწვადის და სხვა კერძების შეკვეთა.

ზაფხულობით, მიმდებარე დასახლება დაბაძველში შესაძლებელია კენკრის დაკრეფა. დასახლება პატარაა და ძალიან ლამაზი - ხანდახან ადგილობრივი ოჯახები ამოდიან ხოლმე და სტუმრებს ნატურალური პროდუქტით მასპინძლობენ.

უკან, ბორჯომში იმავე გზით დავბრუნდებით, ბევრი სასიამოვნო მოგონებით, ფოტოებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი