- კულინარიის პრაქტიკული გაკვეთილი: ჩვენი მზარეულების დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლით სხვადასხვა ქართული აპეტაიზერების, კერძების და დესერტების მომზადებას, ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით.
- სამზარეულოს ამბები: მომზადების პარალელურად, თქვენ უამრავ რამეს გაიგებთ საქართველოს საუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე, ადგილობრივი ინგრედიენტების საიდუმლოებზე და რეცეპტებს შორის კავშირებზე.
- ლანჩი: კერძებით, რომლებსაც მასტერკლასისას დაამზადებთ და სხვა დელიკატესებით. ლოკაცია დელიკატურად შერჩეულია. თბილისის ცენტრში, ულამაზეს ყვავილნარ, მწვანე ეზოში ისიამოვნებთ ლანჩით.
- მენიუ სამი კერძით: აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი, ყველა მათგანი დაფუძნებულია ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე.
- სასმელი: კერძებთან შეხამებული ღვინო, ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, ყავა და ჩაი.
ქართული სამზარეული უნიკალურია და შესაძლოა მსგავსი არაფერი გაგისინჯავთ აქამდე. კერძების გემო თითქოს მოგონებებს აღგვიძრავს, გვახსენებს ზამთრის ცივ დღეებში ბებიის გაკეთებულ საყვარელ საჭმელს: სიყვარულით და გემოებით სავსეს.
ჩვენს კულინარიულ გაკვეთილზე თქვენ ისწავლით რამდენიმე ადგილობრივი კერძის გაკეთებას და ნაშუადღევს სამზადისში, საუბარში და სიცილში გაატარებთ. გაიგებთ ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე საქართველოში. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს გურმანისთვის?
მოირგეთ წინსაფრები! ჩვენ ვისწავლით 4 განსხვავებული კერძის გაკეთებას: მთავარი კერძი, მეორე კერძი გარნირით და დესერტი. ყველა მათგანი დაფუძნებულია ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე.
როცა ყველაფერს მოვამზადებთ, შეგიძლიათ დაისვენოთ და ისიამოვნოთ თქვენი შრომის ნაყოფით, ჭიქა ქართულ ღვინოსთან ერთად.
- 6 წლამდე ბავშვებისთვის აქტივობა უფასოა
- აქტივობა ინდივიდუალურია. ჯგუფის მინიმალური ზომა: 1 ადამიანი, მაქსიმალური - 3 ადამიანი
- დაჯავშნა შეგიძლიათ ნებისმიერ დღეზე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე