Bord.ge | ერთდღიანი ჩაის ტური გურიაში

ერთდღიანი ჩაის ტური გურიაში

ოზურგეთი
კაცზე 180GEL-დან
av_timer
8 საათი
language
EN, RU, GE
favorite

ტურის ფარგლებში თქვენ ეწვევით ოზურგეთის გამორჩეულ ჩაის საწარმოს, ნახავთ პლანტაციებს, დაკრეფთ, მოამზადებთ და გასინჯავთ ჩაის.

  • ტური პლანტაციაში გასვლით იწყება. გურიის მთებში გაშენებული ჩაის ბაღი სასიამოვნო ადგილია. აქ გაეცნობით სხვადასხვა ჯიშებს, ნახავთ როგორ იკრიფება ჩაი და თქვენც ჩაერთვებით ამ საქმეში.
  • ქარხნის მონახულებამდე ლანჩი გელოდებათ - გასინჯავთ ადგილობრივ კერძებს და ჩაის ბაღის აქტივობის შემდეგ კარგადაც დაისვენებთ.
  • ქარხანაში ნახავთ როგორ მზადდება ჩაი, გაეცნობით მთლიან პროცესს და ტექნოლოგიებს. თქვენი დაკრეფილი ფოთლებით თავადაც სცდით თქვენი ჩაის გაკეთებას, ამაში მასპინძლები დაგეხმარებიან.
  • თქვენი ხელით გაკეთებული ჩაის დაგემოვნებაზე კარგი არაფერია - სწორედ ეს იქნება შემდეგი აქტივობა. შეგიძლიათ გასინჯოთ საწარმოს სხვა ჩაებიც, მათ შორის "ქვევრი ეწერი" - ამ ჩაის ფერმენტაცია ქვევრში ხდება რაც სასმელს განსაკუთრებულ არომანტს და გემოს სძენს.
  • უკან დაუვიწყარი გამოცდილებით და მოგონებებით დაბრუნდებით.
რა შედის
  • შიდა ტრანსპორტაცია
  • ლანჩი
  • ჩაის დეგუსტაცია
რა არ შედის
  • ტრანსფერი ოზურგეთში და უკან: მოთხოვნით
დამატებითი ინფორმაცია
  • შესაძლებელია დაჯავშნა: ყოველ დღე
  • ხანგრძლივობა: 8 საათი
  • ტური ინდივიდუალურია. ჯგუფი: 1-დან 30 ადამიანამდე
  • მონაწილის ასაკზე არაა შეზღუდვა

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი