Bord.ge | ფრირაიდი: ლომისის მონასტერი

ფრირაიდი: ლომისის მონასტერი

გუდაური
კაცზე 220GEL-დან
av_timer
10 საათი
language
EN, RU
18+
favorite

ლომისის მონასტრამდე ასვლა არა მხოლოდ კარგი დასვენების და ქალაქიდან მოწყვეტის საშუალება, არამედ დიდი კულტურული გამოცდილებაცაა. 2200 მეტრის სიმაღლეზე მდგარი მონასტერი ლეგენდებითაა გარემოცული, რომელთა შესახებაც გზაში გაიგებთ. აქ ასულებმა, შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ, მივირთვათ ჩაი მონასტრის მკვიდრებთან ერთად და გავესაუბროთ მათ. ეკლესიაში მძიმე ჯაჭვია, სადაც სურვილის ჩაფიქრება შეგიძლიათ. როცა მონასტრის მონახულებას დავასრულებთ, თქვენ გექნებათ შანსი ისრიალოთ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ფრირაიდ ადგილზე გუდაურში.

ნახეთ ვიდეო:

Gudauri SnowLab from China Filming on Vimeo.

რა შედის
  • გამოცდილი გიდები
  • Avalanche beacon
  • დახმარება სრიალის ტექნიკის გაუმჯობესებაში
  • ტრანსფერი გუდაურიდან კურორტამდე და უკან
რა არ შედის
  • აღჭურვილობის ქირაობა
  • ფოტო და ვიდეო გადაღება
  • საკვები და სასმელი
  • ტრანსფერი გუდაურში (მოთხოვნით)
დამატებითი ინფორმაცია
  • საჭიროა სრული საზვავო აღჭურვილობა ტურში მონაწილეობის მისაღებად. აღჭურვილობის ქირაობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ადგილზე, ამაში ჩვენ დაგეხმარებით
  • მძღოლი გამოგივლით მანქანით და ფრირაიდის საწყის წერტილთან მოგიყვანთ
  • ასვლის დრო: 3 საათი
  • ფრირაიდის დრო: 5 საათი
  • ჯგუფი: 4-12 ადამიანი
  • თარიღები: ყოველ დღე სეზონზე (15 დეკემბრიდან)
  • მონაწილის მინიმალური ასაკი: 18 წელი. თუ არასრულწლოვანს მაინც სურს მონაწილეობის მიღება, მას უნდა ახლდეს მშობელი და აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი მოთხილამურე
  • ტური ჯგუფურია. თუ ვერ მოგროვდა მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა ტური არ ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში სრულიად დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა ან შემოგთავაზებთ ალტერნატივას

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი