Bord.ge | გაატარე ზამთრის დღეები გომარდულში

გაატარე ზამთრის დღეები გომარდულში

გომარდული
კაცზე 900GEL-დან
av_timer
14 დღე
language
EN, RU, GE
18+
favorite

გომარდული არა მხოლოდ პირველი, არამედ ერთადერთი რეტრიტ ცენტრია საქართველოში. იდეალურია მედიტაციისვის, იოგისთვის, პროექტებზე სამუშაოდ და დასასვენებლად. გომარდულის შექმნის მიზანი თვითაღმოჩენის, ინსპირაციის და საინტერესო კავშირების დამყარების ხელშეწყობაა.

ამ სამთო რეტრიტს შეგიძლიათ 2 კვირით შეუერთდეთ და გაატაროთ ზამთრის ცივი დღეები მთაში, თბილ და მყუდრო სახლში.

რატომ აქ?

გომარდული სამოთხეა კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებიც ინსპირაციას და ბალანსს ეძებენ. აქ შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენს პროექტებზე, მოაწყოთ კოლაბორაცია სხვა რეზიდენტებთან ერთად, შეუერთდეთ დაგეგმილ ღონისძიებებს, ვორქშოპებსა და აქტივობებს. აქ შეგიძლიათ ყურადღება მთლიანად დაუთმოთ კრეატიულობას, ექსპერიმენტებს და დაამყაროთ კავშირები თანამოაზრეებთან. გომარდული რეგულარულად პრაქტირებს იოგას, ციკუნგს, მუსიკალურ ჯემებს, აწყობს ვორქშოპებს და საინტერესო აქტივობებს. სეზონების მიხედვით აქ სხვადასხვა ღონისძიებები დაგხვდებათ.

როგორია ერთი დღე ჩვენთან?

  • ჩვენი დილა ხშირად იოგითა და ტაი ჩით იწყება, საღამოები კი ჩაის ცერემონიებს ეთმობა. კვირაში ერთხელ ერთად ვამზადებთ საჭმელებს და ცვილის სანთლებს. ცეკვის კლასების, კონტაქტური იმპროვიზაციების, პერფორმანსების და ვიდეო პროექტების განრიგებს ერთად ვადგენთ ხოლმე.

რითი გავერთობით?

  • ადამიანები ყველა ქვეყნიდან, წვეულებები, მყუდრო ბარი, საღამოები კოცონის გარშემო, პიანინო, საუნა, დიჯეის აპარატურა, პროექტორი - ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია. აქედან ზღვა 2 საათის სავალზეა. გარშემო ტყე გვარტყია, ეზოში მყუდროდ შეგიძლიათ მოკალათდეთ და მთების ყურებით დატკბეთ.

ოთახები

  • ყველა ოთახს აქვს სველი წერტილი და აივანი მთის ხედით. კოტეჯის პირველი სართული საერთო სივრცეა, პატარა სამზარეულოთი, ბუხრით და დიდი ფანჯრებით.

სივრცეები

  • 2 სტუდიო - 200 კვადრატული მეტრიანი სტუდიო ხის იატაკით და 300 კვადრატულ მეტრიანი გარე სივრცე საცეკვაო ლინოლეუმით. ასევე გვაქვს ბარი, საუნა, ტერასა სადაც ვსადილობთ, ვისვენებთ და ლამაზი ტყე გარშემო.

საკვები

  • უკრაინული, ქართული, აზიური და ევროპული სამზარეული, ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები, ფრეშ ყავა და წვენები, მცენარეული და ჩინური ჩაი, ადგილობრივი ღვინო და ყველი.
რა შედის
  • დაბინავება
  • კვება
  • ინტერნეტი
  • წვდომა ორგანიზებულ აქტივობებზე და სტუდიოზე
დამატებითი ინფორმაცია
  • ხანგრძლივობა: 2 კვირა
  • გომარდულის სივრცეს შეგიძლიათ 11 მარტამდე ნებისმიერ დროს შემოუერთდეთ

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი