Bord.ge | სამდღიანი ტური - აღმოაჩინე დაკარგული სამოთხე

სამდღიანი ტური - აღმოაჩინე დაკარგული სამოთხე

ჭიათურა
კაცზე 785GEL-დან
av_timer
3 დღე
language
EN, RU, GE
18+
favorite

სვერის სათავგადასავლო ბანაკი სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. ბანაკი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვერში მდებარეობს და კლდის ხეობაშია ჩაფული.

ბანაკში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაა:

  • ხის კოტეჯები
  • მისაღები
  • სველი წერტილები
  • მაგიდის ჩოგბურთის და ბადმინტონის მოედანი
  • საცოცი კედელი
  • აუზი
  • საკარვე
  • საჰამაკე
  • გასართობი, საბავშვო და საკოცონე სექტორები.

მოიწყვეთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დასვენება, განიცადეთ ნამდვილი თავგადასავლები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან თანამშრომლებთან ერთად. სამდღიანი ტურის ფარგლებში მოინახულებთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიას, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს, გაატარებთ დროს კოცონთან, ისწავლით კლდეზე ცოცვას, წახვალთ სანაოსნოდ და "ვია ფარეტა" ტურზე.

დეტალური განრიგი:

პირველი დღე

  • 09:00 გამგზავრება თბილისიდან კომფორტული მიკროავტობუსით
  • 11:30-12:00 ჩამოსვლა, დაბინავება და საორიენტაციო შეხვედრა სვერის ბანაკში
  • 12:00-12:30 გამასპინძლება ლანჩით იმერულ მაგიდასთან
  • 12:30-13:30 კლდეში ნაკვეთი ეკლესიის მონახულება უსაფრთხოების ქამრების გამოყენებით
  • 13:30-14:30 ბანაკში დაბრუნება, დასვენება, კლდეზე ცოცვის ინსტრუქტაჟი, აღჭურვილობის მორგება
  • 14:30-16:30 კლდეზე ცოცვის ტური ბანაკის საცოცავ ზონაში
  • 16:30-17:00 დაბრუნება, შხაპის მიღება, დასვენება
  • 17:30-18:30 სადილი ტრადიციული ქართული კერძებით
  • 18:30-20:30 დასვენების და გართობის ზონა (ჰამაკი, ბატუტი, ფრიზბი, მაგიდის ჩოგბურთი და ა.შ.)
  • 20:30-23:00 გართობა საპიკნიკე ზონაში (კოცონი, მუსიკა, სამაგიდო თამაშები)
  • 23:00 დაძინება

მეორე დღე

  • 09:00-10:00 საუზმე
  • 10:00-10:30 საორიენტაციო შეხვედრა და ტურის დაგეგმვა კარიან კლდეზე
  • 10:30-15:00 ლაშქრობა კლდეზე
  • 15:00-16:00 სადილი
  • 16:00-18:00 კაცხის სვეტის და ჭიათურის საბაგიროს მონახულება
  • დაბრუნება და დასვენება
  • 19:00-19:30 ვახშამი
  • 19:30-21:00 დასვენების და გართობის ზონა
  • 21:00-23:00 გართობა საპიკნიკე ზონაში
  • 23:00 დაძინება

მესამე დღე

  • 09:00-10:00 საუზმე
  • 10:00-10:30 სპალეო და სანაოსნო ტურის დაგეგმვა
  • 10:30-12:30 სპალეოტური კოტიას მღვიმეში
  • 12:30-14:30 სანაოსნო ტური
  • 15:00-16:00 ბანაკში დაბრუნება და დასვენება
  • 16:00-16:30 ექსტრემალური ბილიკის "ვია ფერატას" ინსტრუქტაჟი, აღჭურვილობის მორგება
  • 16:30-18:30 გასვლითი ტური "ვია ფერატაზე"
  • 18:30-19:30 დაბრუნება, შხაპი და დასვენება
  • 19:30-20:00 ვახშამი
  • 20:30 დამშვიდობება და გამგზავრება თბილისში

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი