Bord.ge | ორდღიანი ჩაის ტური გურიაში
ეს საიტი და ბიზნესი  იყიდება.

ორდღიანი ჩაის ტური გურიაში

ოზურგეთი
კაცზე 330GEL-დან
av_timer
2 დღე
•
language
EN, RU, GE
favorite

ორ დღიანი ტურის ფარგლებში თქვენ ეწვევით ოზურგეთის გამორჩეულ ჩაის საწარმოს, ნახავთ პლანტაციებს, დაკრეფთ, მოამზადებთ და გასინჯავთ ჩაის. გასინჯავთ ადგილობრივ კერძებს და ღვინოს. მოინახულებთ ოზურგეთის ღირსშესანიშნაობებს.

  • დღე 1 - ტური პლანტაციაში გასვლით იწყება. გურიის მთებში გაშენებული ჩაის ბაღი სასიამოვნო ადგილია. აქ გაეცნობით სხვადასხვა ჯიშებს, ნახავთ როგორ იკრიფება ჩაი და თქვენც ჩაერთვებით ამ საქმეში.
  • ქარხნის მონახულებამდე ლანჩი გელოდებათ - გასინჯავთ ადგილობრივ კერძებს და ჩაის ბაღის აქტივობის შემდეგ კარგადაც დაისვენებთ.
  • ქარხანაში ნახავთ როგორ მზადდება ჩაი, გაეცნობით მთლიან პროცესს და ტექნოლოგიებს. თქვენი დაკრეფილი ფოთლებით თავადაც სცდით თქვენი ჩაის გაკეთებას, ამაში მასპინძლები დაგეხმარებიან.
  • თქვენი ხელით გაკეთებული ჩაის დაგემოვნებაზე კარგი არაფერია - სწორედ ეს იქნება შემდეგი აქტივობა. შეგიძლიათ გასინჯოთ საწარმოს სხვა ჩაებიც, მათ შორის "ქვევრი ეწერი" - ამ ჩაის ფერმენტაცია ქვევრში ხდება რაც სასმელს განსაკუთრებულ არომანტს და გემოს სძენს.
  • ღამეს კომფორტულ სასტუმროში გაათევთ და დატკბებით ხედებით ტერასიდან.
  • დღე 2 - წახვალთ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ორუზრგეთში და მის შემოგარენში.

    თქვენ ნახავთ:

    • ქალაქის ცენტრს
    • ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს
    • აჭის და ჯუმათის მონასტრებს
    ექსკურსიის მარშრუტი სეზონების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. ამის შემდეგ მიირთმევთ სადილს ადგილობრივ ღვინოსთან ერთად და უკან დაუვიწყარი გამოცდილებით და მოგონებებით დაბრუნდებით.
რა შედის
  • სასტუმროში განთავსება "ოზურგეთ პლაზა", საუზმით. ერთ, ორ და სამ საწოლიანი ნომრების ვარიანტები
  • საფასურს იხდიან მხოლოდ ზრდასრულები, ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასოა
  • შიდა ტრანსპორტაცია
  • ლანჩი
  • სადილი
  • ჩაის დეგუსტაცია
  • ღვინის დეგუსტაცია
  • ღირსშესანიშნაობების ტური
  • გიდი
რა არ შედის
  • სასტუმროს დამატებითი მომსახურებები
  • ტრანსფერი ოზურგეთში და უკან: მოთხოვნით
დამატებითი ინფორმაცია
  • შესაძლებელია დაჯავშნა: ყოველ დღე
  • ხანგრძლივობა: 2 დღე / 1 ღამე
  • ტური ინდივიდუალურია. ჯგუფი: 1-დან 15 ადამიანამდე
  • მონაწილის ასაკზე არაა შეზღუდვა

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი