Bord.ge | ღვინისა და კერძის შეხამება საოჯახო მარან ოდაში

ღვინისა და კერძის შეხამება საოჯახო მარან ოდაში

მარტვილი
კაცზე 60GEL-დან
av_timer
2 საათი
language
EN, RU, GE
favorite

ოჯახის მეღვინეობა ოდა მთავარი ეთნო- და გასტრო ტურისტული ადგილია დასავლეთ საქართველოში. მარტვილში არსებული მეღვინეობა აწარმოებს ღვინოს მეგრული და აფხაზური ენდემური ვაზის ჯიშებისგან. თავად სახლი - ოდა - 1933 წელსაა აშენებული და რეგიონში ყველაზე ძველია.

მენიუ, უმეტესად, განკუთვნილია მოგზაურებისთვის, რომლებიც კარგად არ იცნობენ დასავლეთ საქართველოს ღვინოებს და სურთ, ერთი მხრივ, ღვინის, მეორე მხრივ კი - ღვინისა და რეგიონული სამზარეულოს შეხამებით გაეცნონ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი - სამეგრელოს გასტრონომიულ კულტურას.

  • მენიუ მოიცავს 4 ღვინოსა (90 მლ.) და მათთან გემოვნურად შეხამებული 4 მეგრული კერძის სადეგუსტაციო პორციას.
  • დაგირიგდებათ ბარათები, ღვინოებისა და კერძების შესახებ ინფორმაციით.
  • ცოლიკოური 2022. თეთრი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). კერძის შეხამება - სეზონური, ხასიათიანი, ნიგვზიანი ფხალის გუნდა.
  • ორბელური ოჯალეში 2021. ვარდისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). კერძის შეხამება - გებჟალიას ქორფა ხვეულა პიტნიანი, გაწურული მაწვნით.
  • ირინა 2022. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი), ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). კერძის შეხამება - ბაჟას საწბელში შენელებული ქათამი ფუმფულა ჭვიშტარზე.
  • ძელშავი 2021. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური). კერძის შეხამება - მეგრული ხარჩო ნარგილეფ (გაცივებული) ელარჯის მობრაწულ ფირფიტაზე.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი