Bord.ge | ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები ბათუმში

ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები ბათუმში

ბათუმი
კაცზე 55GEL-დან
av_timer
3 საათი
language
EN, RU, GE
18+
favorite

ბერიძეების ღვინის მარანი მშვენიერი აგრო ტურისტული ადგილია. საოჯახო მეღვინეობა გთავაზობთ პატარა ღვინის ტურს, ექვსი სახეობის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციას და კულინარიულ მასტერკლასებს. დეგუსტაცია შემეცნებითი და სახალისოა. ყველა სიტყვაში შეატყობთ, როგორ უყვართ მასპინძლებს თავაანთი საქმე. ღვინოსთან ერთად, დააგემოვნებთ 5 სახეობის ყველს, ჩირის და მურაბის ასორტს.

მეღვინეობა წყნარ და ლამაზ ადგილას მდებარეობს - მთლიანად გარშემორტყმულია ბუნებით, რომელიც ულამაზესია და ამშვიდებს ადამიანის გონებას.

დეგუსტაციის შემდეგ ისწავლით აჭარული ხაჭაპურის, ყაისაფას და ჩურჩხელის მომზადებას, რომლებსაც ჭიქა ღვინოსთან ერთად მიირთმევთ, მეგობრულ, ლამაზ გარემოში.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი