Bord.ge | ზიპლაინი მახუნცეთში

ზიპლაინი მახუნცეთში

ზედა მახუნცეთი
კაცზე 70GEL-დან
av_timer
1 საათი
language
EN, RU, ARB, GE
favorite

მზად ხართ მიიღოთ დაუვიწყარი და მძაფრი ემოციები? წარმოიდგინეთ 118 მეტრის სიმაღლეზე, აჭარის მთების ულამაზეს ბუნებაში, 512 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ზიპლაინის ტური, რომლისგანაც მიღებული შთაბეჭდილებები დიდ ხანს გაგყვებათ. ზიპლაიანი მახუნცეთის ჩანჩქერის თავიდან იწყება და თამარის ხიდის ბოლოს სრულდება. გზად თქვენ გადაუვლით ულამაზეს ჩანჩქერს, თვალწარმტაც მთებს, აჭარისწყლის მდინარეს, აწჰეს. მახუნცეთი ზიპლაინი 1 ზიპლაინს და 2 ბაგირს მოიცავს.

დამატებითი ინფორმაცია
  • ზიპლაინ ტურები უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
  • პროცესს მართავენ პროფესიონალი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, რომლებიც ტურის მონაწილეებს საჭირო ინსტრუქტაჟს უტარებენ.
  • სრულად უზუნველყოფილია ზიპლაინის ტექნიკური უსაფრთხოებაც. სპეციალური მაგნიტური გორგოლაჭების დახმარებით ხდება სიჩქარის დაბალანსება, სამუხრუჭე სისტემა სრულად გამართული და დაცულია. გარდა ამისა, ტურის საწყის და დასრულების წერტილებში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო კონტროლი, რათა სრულყოფილად მოხდეს უსაფრთხოების მონიტორინგი
  • არაა რეკომენდირებული ფეხმძიმე ქალებისთვის
  • მაქსიმალური წონა: 150 კგ.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი