ესტუმრეთ კახეთის რეგიონს. მოინახულეთ ორი მონასტერი. დატკბით ულამაზესი გზებით. ესტუმრეთ მეღვინეობას, დაკრიფეთ ყურძენი, დაწურეთ, ისწავლეთ ყველაფერი კახური ღვინის დამზადების შესახებ. ისიამოვნეთ კახური სადილით წალკოტ ბაღში.
თქვენ მოინახულებთ ორ ძველ მონასტერს, გაეცნობით აქაურ კულტურას, გზაზე შეძლებთ შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, მათ შორის თაფლი.
ეწვევით საოჯახო მეღვინეობას სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ: მიიღებთ მონაწილეობას რთველში, დაკერფთ ყურძენს, დაწურავთ საწნახელში, ისწავლით ყველაფერს კახური ღვინის შესახებ.
მეღვინეობის ულამაზეს, ყვავილებით და ხეხილით სავსე ბაღში ისადილებთ, გაიგებთ როგორ ყენდება და ინახება ღვინო ქვევრში, საიდანაც თავად ამოიღებთ ორშიმოთი სამი სახეობის ღვინოს და გასინჯავთ. ასევე დააგემოვნებთ სამნაირ ჭაჭას.
ნაყოფიერი დღის შემდეგ, სახლში ბევრი ფოტოებით, ახალი ცოდნით, რეცეპტებით და უამრავი ლამაზი მოგონებით დაბრუნდებით.
- ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
- მძღოლი - გიდი
- სადილი
- ღვინის დეგუსტაცია
- ღირსშესანიშნაობების ტური
- მასტერკლასი
- ჩაიცვით კომფორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი
- ტაძრებში მანდილოსნებს უნდა ეცვათ ისეთი სამოსი რომ არ აჩენდნენ მუხლებსა და მხრებს. იგივე ეხებათ მამაკაცებს - შორტებით ეკლესიაში შესვლა მიუღებელია.
- ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 8
- ხანგრძლივობა: 7-8 საათი
- თარიღები: ყოველ დღე
- მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით, ღვინის დეგუსტაცია - 18 წლიდან