Bord.ge | ტური სამეგრელოში

ტური სამეგრელოში

კაცზე 481GEL-დან
av_timer
12 საათი
language
EN, RU, GE
favorite

ტური კოლხეთის პარკის ყველაზე ლამაზი ადგილების ნახვის საშუალებას მოგცემთ. სიღრმეში შესვლისთანავე თქვენს თვალწინ პარკის ულამაზესი ხედები გადაიშლება. თუ გაგიმართლად პარკში მცხოვრებ ცხოველებს, მათ შორის ველურ ცხენებსაც შენიშნავთ.

შემდეგ გაჩერდებით საპიკნიკე ადგილთან, სადაც შეგიძლიათ ცოტა ხანს შეისვენოთ, შემდეგ კი ფეხით გაუყვეთ მონაკვეთს ტყეში. გამყოლი უამრავ საინტერესო ადგილს გაჩვენებთ.

ბოლო გაჩერება ჩიტების დასაკვირვებელი კოშკია - აქედან კარგად იშლება მთლიანი პარკის ჰორიზონტი, აქვე ახლოს მოაჯირიანი ბილიკია ტბის თავზე - აუცილებლად ნახეთ ეს ადგილიც, მშვიდი ტბა სასიამოვნო დასაკვირვებელია.

შემდეგ მოვინახულებთ დადიანების სასახლეს - სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მთავარ ნეო-გოთიკურ შენობას, ეკლესიას და ბოტანიკურ ბაღს.

დასასრულს, ვესტუმრებით ოჯახის მეღვინეობა ოდას, რომელიც მთავარი ეთნო- და გასტრო ტურისტული ადგილია დასავლეთ საქართველოში.

მენიუ, უმეტესად, განკუთვნილია მოგზაურებისთვის, რომლებიც კარგად არ იცნობენ დასავლეთ საქართველოს ღვინოებს და სურთ, ერთი მხრივ, ღვინის, მეორე მხრივ კი - ღვინისა და რეგიონული სამზარეულოს შეხამებით გაეცნონ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი - სამეგრელოს გასტრონომიულ კულტურას.

  • დაგირიგდებათ ბარათები, ღვინოებისა და კერძების შესახებ ინფორმაციით.
  • ცოლიკოური 2022. თეთრი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). კერძის შეხამება - სეზონური, ხასიათიანი, ნიგვზიანი ფხალის გუნდა.
  • ორბელური ოჯალეში 2021. ვარდისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). კერძის შეხამება - გებჟალიას ქორფა ხვეულა პიტნიანი, გაწურული მაწვნით.
  • ირინა 2022. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი), ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). კერძის შეხამება - ბაჟას საწბელში შენელებული ქათამი ფუმფულა ჭვიშტარზე.
  • ძელშავი 2021. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური). კერძის შეხამება - მეგრული ხარჩო ნარგილეფ (გაცივებული) ელარჯის მობრაწულ ფირფიტაზე.

home_work
ბათუმი
museum
დადიანების სასახლე
star
ღვინისა და კერძის შეხამება საოჯახო მარან ოდაში
მარტვილი
home_work
ბათუმი
რა შედის
  • ტრანსპორტაცია
  • სანაოსნო ტურიი ეროვნულ პარკში
  • სადილი მეღვინეობაში ღვინის დეგუსტაციით
რა არ შედის
  • დადიანების სასახლის ბილეთები: 7 ლარი უფროსებისთვის, 4 ლარი სტუდენტებისა და ბავშვებისთვის

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი