Bord.ge | მწვანე აჭარა

მწვანე აჭარა

კაცზე 189GEL-დან
av_timer
12 საათი
language
EN, RU, GE
favorite

მოვინახულებთ ადგილებს რომლებიც ყველა სეზონზე ულამაზესია. ამის შემდგომ ჩვენს ეკო-ტურს აგრო ელემენტებით გავამდიდრებთ და ვეწვევით ადგილობრივ მეღვინეობას, რომელიც მთლიანადაა ჩაფლული სიმწვანეში.

აჭარა მრავალფეროვანი რეგიონია. მართალია ის უფრო მეტად ზღვის სანაპიროებითაა ცნობილი, აქაური მთის ფლორა და ფაუნა ტოლს არ უდებს არც-ერთ სხვა რეგიონს. ამიტომაც გვინდა წაგიყვანოთ გამორჩეულ ადგილებში სადაც განიტვირთებით, აღმოაჩენთ ბიომრავალფეროვნებას, დატკბებით სილამაზით და სიმშვიდით, რომელიც სულ უფრო იშვიათი ხდება დიდ ქალაქებში.

ბერიძეების ღვინის მარანი მშვენიერი აგრო ტურისტული ადგილია. საოჯახო მეღვინეობა გთავაზობთ პატარა ღვინის ტურს, ექვსი სახეობის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციას და კულინარიულ მასტერკლასებს. დეგუსტაცია შემეცნებითი და სახალისოა. ყველა სიტყვაში შეატყობთ, როგორ უყვართ მასპინძლებს თავაანთი საქმე. ღვინოსთან ერთად, დააგემოვნებთ 5 სახეობის ყველს, ჩირის და მურაბის ასორტს.

მეღვინეობა წყნარ და ლამაზ ადგილას მდებარეობს - მთლიანად გარშემორტყმულია ბუნებით, რომელიც ულამაზესია და ამშვიდებს ადამიანის გონებას.

დეგუსტაციის შემდეგ ისწავლით აჭარული ხაჭაპურის, ყაისაფას და ჩურჩხელის მომზადებას, რომლებსაც ჭიქა ღვინოსთან ერთად მიირთმევთ, მეგობრულ, ლამაზ გარემოში.

park
მტირალას ეროვნული პარკი
nature
დენდროლოგიური პარკი
expand_more
star
ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები ბათუმში
ბათუმი
რა შედის
  • ტრანსპორტაცია
  • ღვინის დეგუსტაცია
  • მასტერკლასი
რა არ შედის
  • დამატებითი სერვისები მტირალას ეროვნულ პარკში::
  • ზიპლაინი - 15 ლარი
  • თოკების პარკი - 15 ლარი (საოჯახო ზონა), 20 ლარი (ზონა ზრდასრულებისთვის)

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი