av_timer
                            
                                                9 საათი
                        •
                        
                            language
                            
                                                                    EN, RU, GE
                        
                                ios_share
                            
                        
                                favorite
                            
                        ამ ერთდღიან ტურზე თქვენ მოინახულებთ კულტურულად გამორჩეულ ადგილს - ძამას ხეობას, რომელშიც 50-მდე მონასტერია დავანებული. ეს ადგილი ყველა სეზონზე გამორჩეულად ლამაზია. ჩვენ ვნახავთ გამორჩეულ მონასტრებს - ყინწვისს, მზოვრეთს, სარკინეთს და ორთუბანს.
ტურის პროგრამა
- 09:00 გასვლა თბილისიდან: მძღოლი თქვენ მიერ მითითებულ ადგილას გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე. გზაში გირჩევთ შეჩერდეთ მაღაზიასთან და საჭმელი ან სასუსნავი გაიყოლოთ ტურზე, ანდაც სახლიდან წამოიღოთ.
- 11:00 - 11:40 ყინწვისის მონასტერი: სამონასტრო ტურის პირველი გაჩერება წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა, რომელიც მეცამეტე საუკუნის ფრესკებითაა ცნობილი. სწორედ აქ ნახავთ ცნობილ "ყინწვისის ანგელოზს", ჯვარცმას, ქართველი მეფეების გამოსახულებებს და ბერძნულ წარწერებს.
- 12:00 - 12:40 ორთუბნის მონასტერი: შეაბიჯეთ დიდ სამონასტრო კომპლექსში რომელიც მოიცავს ეკლესიას, საზარე და სხვა კოშკებს, კედელს, ძველ შემორჩენილ აბანოებს და სახლს. ამ გასაოცარი ადგილის ეზოში საათობით შეიძლება ისეირნოს ადამიანმა.
- 13:00 - 13:40 მზოვრეთის მონასტერი: მზოვრეთში, პატარა მთაზე მანქანით ასვლის შემდეგ გამოჩნდება ლამაზი სამონასტრო სივრცე და აქედან მთელი ხეობის ხედი. კომპლექსში სანახევროდაა შემონახული ძეგლების, სასახლის, სამეურნეო სივრცეების ნარჩენები.
- 14:00 - 14:40 სარკინეთის მონასტერი: რელიგიურ მოგზაურობას აქ დავამთავრებთ. ტაძარში კლდეში ნაკვეთი გვირაბით შეხვალთ, შიგნით კი ულამაზესი სივრცე დაგხვდებათ. მთელი სივრცე ახალი ფრესკებითაა მოხატული და შთამბეჭდავი სანახავია.
- 15:30 - 16:30 ვახშამი "Ornament Express"-ში: საინტერესო დღე შეგიძლიათ კაფეში "Ornament Express", სადილით დააბოლოვოთ. კაფე ზუსტად სვეტიცხოვლის გადასწვრივაა და აქედან ძველ ქალაქზე ლამაზი ხედები იშლება. რესტორანი ძალიან მყუდროა, მუსიკალური არჩევანი კარგია, მომსახურე პერსონალი მეგობრული, კერძები კი უგემრიელესი. მენიუ ძირითადად, მაგრამ არა მთლიანად, ქართულია. რესტორანს ლამაზი ბაღიც აქვს. 
- 18:00 დაბრუნება თბილისში: ქალაქში შემოსვლისას, მძღოლი დაგტოვებთ სასურველ ადგილას.
                         home_work                     
                
                    თბილისი                                    
                            
                         church                     
                
                    ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი                                    
                                
                    expand_more
                    
                
                            
                         church                     
                
                    ორთუბნის დედათა მონასტერი                                    
                                
                    expand_more
                    
                
                            
                         church                     
                
                    მზოვრეთის მონასტერი                                    
                                
                    expand_more
                    
                
                            
                         church                     
                
                    სარკინეთის მამათა მონასტერი                                    
                                
                    expand_more
                    
                
                            
                        star                    
                
                    სადილი მცხეთაში                                        
                            
                        მცხეთა                    
                                    
                         home_work                     
                
                    თბილისი                                    
                            რა შედის
    
                            - ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
- ორნამენტ ექსპრესის სტუმრობისას, შეგიძლიათ შეუკვეთოთ რაც გნებავთ მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში
რა არ შედის
    
                            - გიდი
სასარგებლო რჩევები
    
                            - ტაძრებში მანდილოსნებს უნდა ეცვათ ისეთი სამოსი რომ არ აჩენდნენ მუხლებსა და მხრებს. იგივე ეხებათ მამაკაცებს - შორტებით ეკლესიაში შესვლა მიუღებელია.
- ჩაიცვით კომფორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი.
დამატებითი ინფორმაცია
    
                            - ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 8
- ხანგრძლივობა: 7-9 საათი
- თარიღები: ყოველ დღე
- მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით
 
                    
 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                     
                     
                     
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                