Bord.ge | ტური წარსულში: პრომეთეს მღვიმე და ქუთაისი

ტური წარსულში: პრომეთეს მღვიმე და ქუთაისი

კაცზე 229GEL-დან
av_timer
7 საათი
language
EN, RU, GE
favorite

ნახეთ მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, ბაგრატის ტაძარი. ნაყოფიერი დღის შემდეგ ეწვიეთ თომას მარანს სადაც გემრიელად მიირთმევთ და ქართულ ღვინოსაც დააგემოვნებთ.

ქუთაისიდან დაახლოებით ნახევარ საათში პრომეთეს მღვიმესთან ვიქნებით. კარსტული მღვიმის 6 დარბაზი ღიაა მნახველებისთვის. აქ შესაძლებელია 1420 მეტრიანი ბილიკის გავლა. ბილიკზე ნახავთ ბუნების შედევრ სტალაქტიდებს და სტალაგმიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებს. აქაურობა ძალიან ჰგავს ზღაპრულ ადგილს.

შემდეგი გაჩერება მარტვილის კანიონია. ტერიტორია ულამაზესი კოლხეთის ტყითაა გარშემორტმული. გადმოცემის თანახმად ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. აქ გაკეთებულია საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც 2 ხიდი და 3 გადასახედი ადგილია. პანორამულ ხედებზე შეგიძლიათ ულამაზესი ფოტოებიც გადაიღოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაისეირნოთ ნავით მთის მდინარეზე, რომელიც კანიონში მიედინება.

უკან დაბრუნებისას მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს. უქიმერიონის გორაზე აშენებული ტაძარი მეთერთმეტე საუკინისაა და საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. ტაძარი ბაგრატ III ბაგრატიონმა ქართული მიწების გამთლიანების სიმბოლოდ და აღსანიშნავად ააგებინა. აშენების თარიღი ჩრდილოეთ სარკმელთან გაკეთებული წარწერიდან იკითხება, რომელიც ასევე არაბული ციფრების გამოყენების პირველი ნიმუშია საქართველოში.

სასიამოვნოდ დამღლელი დღის შემდეგ თომას მარანში შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ და ქართულ ტრადიციულ კერძებს იმერული ღვინოც დააყოლოთ. მარანი და რესტორანი ოჯახური ტიპისაა, ღვინოც ადგილზე კეთდება და კერძებიც. მენიუ სეზონურია და მისი შემოქმედი თომას დედაა. აქ გამორჩეული მასპინძლობა იციან, თავს საკუთარ ოჯახში გაგრძნობინებენ.

home_work
ქუთაისი
landscape
მარტვილის კანიონი
hiking
პრომეთეს მღვიმე
church
ბაგრატის ტაძარი
star
სადილი თომას მარანში
ქუთაისი
home_work
ქუთაისი
რა შედის
  • ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
  • მძღოლი - გიდი
  • სადილი
რა არ შედის
  • შესვლის საფასური პრომეთეს მღვიმეში
  • შესვლის საფასური მარტვილის კანიონში
დამატებითი ინფორმაცია
  • ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 8
  • ხანგრძლივობა: 7-8 საათი
  • თარიღები: ყოველ დღე
  • მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით

პრომეთეს მღვიმის საფასურები:

  • სტანდარტული შესასვლელი ბილეთი - 23.00 ლარი
  • შესასვლელი ბილეთი საქ. მოქალაქე/რეზიდენტისთვის - 11.50
  • მოსწავლის შესასვლელი ბილეთი (6-დან - 18-მდე) - 5.50
  • ნავით გასეირნება - 17.25
  • ნავით გასეირნება - ფასდაკლებით საქ. მოქალაქე/რეზიდენტისთვის - 11.50
  • 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ

მარტვილის კანიონის საფასურები:

  • სტანდარტული შესასვლელი ბილეთი - 17.25
  • შესასვლელი ბილეთი საქ. მოქალაქე/რეზიდენტისთვის - 10.35
  • მოსწავლის შესასვლელი ბილეთი (6-დან - 18-მდე) - 5.50
  • ნავით გასეირნება - 15.00
  • 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი