რას ნახავთ გზაში
ბორჯომი წყნარი და ლამაზი საკურორტო ქალაქია რომელსაც გარშემო ტყეები და მთები არტყია. განთქმულია თავისი მინერალური წყლებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კი საოცნებო ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნების მრავალფეროვნებით ტკბობა, სეირნობა და კემპინგი. სათავგადასავლოდ თუ წყნარი დასვენებისთვის, ბორჯომი იდეალური ადგილია.
ჩვენი გზა ბევრ ღირსშესანიშნავ ადგილს გაივლის. გავივლით გორს, იოსებ სტალინის დაბადების ადგილს, სადაც მისი მუზეუმის ნახვაც შეგიძლიათ. შემდეგ უფლისციხეს, უძველეს კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს.
როცა ბორჯომში ჩავალთ შეგიძლიათ პირველ რიგში ცენტრალური პარკი მოინახულოთ და ცნობილი მინერალური წყალი მიირთვათ. თუ სათავგადასავლო მიზნები გაქვთ - გაეშუროთ ეროვნული პარკისკენ, რომელიც სრულიად კეთილმოწყობილია და სავსეა საფეხმავლო ბილიკებითა და საკემპინგე ადგილებით.
რა შედის
- კომფორტული მგზავრობა თქვენი ლოკაციიდან სასურველ ადგილამდე
- გამოცდილი ადგილობრივი მძღოლი
- წყალი და ტკბილეული
- ბავშვის სავარძლები მოთხოვნით
- გაჩერებები თქვენი სურვილისამებრ
- {FREE_WAITING_TIME_STR} უფასო მოცდის დრო