თუშთი, ადგილი სადაც ერთხელ თუ მოხვდებით, ვეღარასდროს დაივიწყებთ მას. მოგზაურობის დაწყების მომენტიდან ყოველი წუთი იქნება თავგადასავლებით და შთაბეჭდილებებით სავსე. საქართველოს ყველაზე გამორჩეული კუთხე, კავკასიონის სიდიადე, ხელუხლებელი ტყის მასივები, ჩაჩქერები, ხევები, უძველესი ციხე კოშკები, სიპის ქვით ნაშენები სახლები, საოცარი სტუმართმოყვარეობა, გამორჩეული კერძები, ადგილობრივი ლუდი, ცხენები, უნიკალური ფლორა და ფაუნდა, დაუჯერებელი თქმულებები, ლეგენდები, ისტორიები და ის მისტიური გარემო რასაც ვერცერთი ადამიანური ენა ვერ აღწერს. ეს ყველაფერი გელოდებათ თქვენ.
- დღე 1 გამგზავრება თბილისიდან გომბორის უღელტეხილის (1620მ) გავლით. მოვინახულებთ ალავერდის საკათედრო ტაძარს. სოფელი ლეჩურის შემდეგ იწყება სტორის ხეობა, საიდანაც იწყება თუშეთის გზა და გადავალთ აბანოს უღელტეხილზე (2826მ). მოვინახულებთ სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრს, სადაც შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია თუშეთის ისტორიის, კულტურის, სანახაობების და ბევრი სხვა რამის შესახებ. საღამოს განთავსება საოჯახო სასტუმროში. მოვინახულებთ ომალოში კესელოს ციხე კოშკებს. საოჯახო სასტუმროში გვექნება ვახშამი ტრადიციული ქართული და თუშური კერძებით.
- დღე 2 საუზმე საოჯახო სასტუმროში. მოვინახულებთ სოფელებს: დართლო, კვავლო, დანო. აქ თქვენ ნახავთ უძველეს სასამართლოს სადაც ქალი მოსამართლეებიც კი ყავდათ. ასევე თუშურ კოშკებს რომლებიც იუნესკოს ნუსხაშია შეტანილი და რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდა, სრულიად აღდგა სოფელ დართლოსთან ერთად. გვექნება ლანჩი ბუნებაში, შემდეგ მოვინახულებთ ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე დასახლებულ სოფელ ბოჭორნას, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე და სოფელ დოჭუს. საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში. ვახშამი.
- დღე 3 საუზმე. მოვინახულებთ კიდევ რამოდენიმე სოფელს: შენაქოს, დიკლოს და ძველ დიკლოს. ასევე დიკლოს ციხეს და შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესიას რომელიც მე-19 საუკუნის ტაძარია. ამის შემდეგ დავბრუნდებით უკან თბილისში.
გზაში შევხვდებით სხვა უამრავ სოფელს და ნასოფლარს, ჩანჩქერებს, თუ გაგვიმართლა შეიძლება გადავეყაროთ, ნიამორებს, გარეულ თხებს და უამრავი ენდემური ჯიშის ცხოველსა თუ ფრინველს.
- ტრანსფერი თქვენი სასტუმროდან თუშეთში და უკან
- შიდა ტრანსპორტაცია დელიკათი
- გიდის მომსახურება
- განთავსება საოჯახო სასტუმროში ორჯერადი კვებით
- შუადღის ლანჩი ბუნებაში
- თუშეთში აუცილებლად უნდა წამოიღოთ კომფორტული, სპორტული ან სპეციალური სამთო ფეხსაცმელი. აუცილებლად თბილი ქურთუკი და ტანსაცმელი - როგორც თბილი, ასევე საზაფხულოც რადგან დღისით საკმაოდ ცხელა საღამოს კი შეიძლება ღუმელთან ან კოცონთან მოკალათდეთ. თუშეთში არ შეიძლება ღორის ხორცის და მისი შემცველი პროდუქტების ატანა და მირთმევა, ასევე არის ადგილები სადაც არ შეიძლება ქალბატონების შესვლა. პატივი ვცეთ წესებს და ტრადიციებს რასაც ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში იცავს და სჯერათ.