- პროდუქტები ან სასმელი, რომელიც არ არის აღწერაში ნახსენები
ჩვენ გიწვევთ ოჯახურ ყველის ბარში სადაც დაგხვდებათ თბილი ატმოსფერო, სხვადასხვა სახეობის ყველი და გემრიელი სასმელები. ოჯახი ყველს დიდი ხანია აწარმოებდა, თუმცა ბარის გახსნის იდეა მათი 14 წლის ქალიშვილს ეკუთვნის. ადგილზე მისულებს თბილი მასპინძლები დაგხვდებიან, დაგათვალიერებენ პატარა ოჯახურ საწარმოს, ნახავთ რა გზას გადის პროდუქტი და მოისმენთ ოჯახის ისტორიებსაც. თავად შენობა არანაკლებ საინტერესოა, ის გასულ საუკუნეშია აშენებული და ბევრ ძველ ნივთს თუ ატრიბუტს ინახავს.
თქვენ გაგიმასპინძლდებიან 7 სახის ყველითა და 3 კერძით: შემწვარი კანჭი ან სოკო მდნარი მთის ყველით, ტოლმა ვაზის ფოთოლში კამეჩის მაწვნით და ხაჭაპური ოდლისის ჭინჭრის ყველით. სასმელი: ორი სახის ღვინო - წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელი.
აქ შეგიძლიათ კარგა ხანს გაჩერდეთ, მოისვენოთ ლამაზ ეზოში ან ძველი ფილმებითა და ჯაზით დატკბეთ ბარში.
თუ გაგიმართლათ, შეიძლება აქ გამართულ გამოფენა-გაყიდვაზეც აღმოჩნდეთ სადაც სხვადასხვა სახლში დამზადებული პროდუქტის შეძენას შეძლებთ.
- თუ ყველის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ადგილზე ყიდვა, ბევრად დაბალ ფასად, ვიდრე დედაქალაქში.