- კულინარიის პრაქტიკული გაკვეთილი: ჩვენი მზარეულის დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლით ნიგვზიანი ფხალის და ხაჭაპურის გაკეთებას, მოამზადებთ სხვადასხვა ქართულ აპეტაიზერებსა და სხვა საინტერესო კერძებს ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით.
- სამზარეულოს ამბები: მომზადების პარალელურად, თქვენ უამრავ რამეს გაიგებთ საქართველოს საუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე, ადგილობრივი ინგრედიენტების საიდუმლოებზე და რეცეპტებს შორის კავშირებზე.
- ლანჩი: კერძებით, რომლებსაც მასტერკლასისას დაამზადებთ და სხვა დელიკატესებით.
- მენიუ სამი კერძით: აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი, ყველა მათგანი დაფუძნებული ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე.
- სასმელი: კერძებთან შეხამებული ოჯახის ღვინო, ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, ყავა და ჩაი.
av_timer
4 საათი
•
language
EN, RU, GE
ios_share
favorite
იმერული სამზარეულოს საიდუმლო მის სიმარტივეშია. ის კერძები, რაც დღეს გვაქვს მარტივი აუცილებლობიდან გამომდინარე შედგა - გლეხები იმ ინგრედიენტებს ხმარობდნენ, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. ასე გადასცეს მათ რეცეპტები თაობებს და ახლა ერთი მცირე პორციის გასინჯვაც საკმარისია, რომ დავბრუნდეთ მაგიურ, ბებია-ბაბუების სამზარეულოში.
ერთად მოვამზადებთ კერძებს, რომელთა გაკეთებას შემდეგ სახლშიც შეძლებთ ხოლმე. ბებია დაჯისთან ერთად გამოვაცხობთ მჭადებს, ხაჭაპურს კეცზე, ქათამს ისრიმ-მაყვალში - ერთად გაკეთებულ კერძებს კი იმერულ სახლის ღვინოსთან ერთად მივირთმევთ. თუ გსურთ ერთი კარგი, მხიარული და ნაყოფიერი დღის გატარება იმერეთში, ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებთ.
რა შედის