- ვორქშოპი
- ერთ საათიანი ლანჩ ბრეიქი (ხაჭაპური, ნამცხვარი, ტრადიციული ქართული ტკბილეული და სეზონური ხილი)
- ყველა მონაწილეს შეეძლება დამზადებული ნივთის სახლში წაღება
av_timer
5 საათი
•
language
EN, GE
ios_share
favorite
სოფი ეცადაშვილი 2000 წლიდან ამზადებს უნიკალურ სამკაულებს და აზავებს ტრადიციულ და თანამედროვე დიზაინს. ინსპირაციას ის ქართული კულტურიდან იღებს, ახდენს ტრადიციული თემების მოდერნიზაციას და სამკაულებში იყენებს ბუნებრივ ქვებს.
ვორქშოპის შემდეგნაირად მიმდინარეობს:
- ვიწყებთ საბაზისო ფორმებით. შემდეგ ვამუშავებთ პატარა ვერცხლის დეტალებს, რომლითაც დიზაინს შევქმნით.
- სასურველი ფორმების მიღების შემდეგ ვაწებებთ ვერვცხლის ფრაგმენტებს.
- შემდეგ გამოვწვავთ მას სპეციალურ ღუმელში, 750 - 800 გრადუსზე. გამოწვის შემდეგ დაფერვის დროა.
- "საღებავი" ნამდვილად საღებავი არაა. რეალურად ესაა შუშის ნატეხებისა და წყლის ნაზავი (სპეციალური იაპონური პიგმენტები რომლებიც დნება გამოწვისას). ვამატებთ რამდენიმე ფენას, გამოვწვავთ, დაველოდებით გაგრილდეს და ამ პროცესს რამდენჯერმე გავიმეორებთ, სანამ შუშა ვერცხლზე სწორად არ გადაიფინება.
- მთლიანი პროცესი დაახლოებით ოთხ საათს გრძელდება. შემდეგ ვწმენდთ და ვაპრიალებთ ნაკეთობას.
რა შედის
დამატებითი ინფორმაცია
- ვორქშოპში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი ტემპით, არტისტი ყველაფერს გასწავლით და დაგეხმარებათ