- გიდი
- ტრანსპორტაცია
- წყალი
- უფასო SIM ბარათი
- საქართველოს/თბილისის უფასო რუკა
- ღვინის დეგუსტაცია
- თონის პურის გამოცხობის მასტერკლასი
- ქართული სამზარეულოს მასტერკლასი
av_timer
12 საათი
•
language
EN, RU, GE, GER, AR, IT, FR, SP
ios_share
favorite
ჩვენი კახეთის ტური კარგად გაგაცნობთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის მწარმოებელ რეგიონს. დაახლოებით სამი მეოთხედი მთლიანი მოსავლისა აქ მოდის. არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ რომ აქ ღვინო საუკუნეების წინაც კეთდებოდა. კახეთის ყველა სოფელი საკუთარ გამორჩეულ ღვინოს წარმოადგენს - ქინძმარაული, ახაშენი, მუკუზანი, თელიანი და ა.შ.
რას ვნახავთ:
- ღვინის მარანი: ჩვენ მოვინახულებთ საოჯახო ტიპის მეღვინეობას, დავათვალიერებთ მარანს და დავაგემოვნებთ აქაურ ღვინოს. სიღნაღში არსებულ ეს მარანი საუკეთესო ადგილია ტრადიციული წესით დაყენებული ღვინის გასასინჯად და გასაგებად, თუ როგორ კეთდება ღვინო. თქვენ თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძელი დაგხვდებათ, რომელიც ყველაფერს მოგიყვებათ თავისი მეღვინეობის და ადგილობრივი ღვინის წარმოების კულტურის შესახებ.
- აქვე, გამოვაცხობთ შოთის პურებს ერთად. ეს მასტერკლასიც სრულიად უფასოა ჩვენი კომპანიის სტუმრებისთვის.
- წმინდა ნინოს მონასტერი ბოდბეში მეცხრე საუკუნის ეკლესიაა, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს რელიგიურ ცოვრებაში. მონასტერი წმინდა ნინოს დასვენების ადგილია, კაბადოკიელი ემისრის, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა და ფაქტობრივად, გააქრისტიანა სრულიად საქართველო 337 წელს. მონასტრიდან ალაზნის ხედზე პანორამული ხედები იშლება, ეზო კი ზამთარ-ზაფხულ ულამაზესია.
- სიღნაღი - ქალაქს ხშირად "სიყვარულის ქალაქს" უწოდებენ ხოლმე. ის გამორჩეული ადგილია კახეთში თავისი სილამაზით. დაარსდა მეთვრამეტე საუკუნეში, ერეკლე მეორის თაოსნობით. ჩვენ გავისეირნებთ ამ ულამაზეს ქალაქში და ასევე მოგიწყობთ პატარა მასტერკლასს, სადაც ისწავლით ქართული კერძების მომზადებას. ასევე შეგეძლებათ გასინჯოთ ქართული ნუგბარი - ჩურჩხელა და ფელამუში.
რა შედის
გამგზავრება და უკან დაბრუნება
- ტური იწყება მეიდნის მოედნისა და მეტეხის ხიდის გადაკვეთის წერტილიდან. აქ დაინახავთ WST-ს ოფისს და ჩვენს ავტობუსს. მისამართი: კოტე აფხაზის ქუჩა 44, გახსენით Google Maps-ში.
- გავდივართ და უკან ვბრუნდებით იმავე შეხვედრის ადგილზე, თბილისში.
დამატებითი ინფორმაცია
- არსებობს ტურის გაუქმების შანსი, თუ არ მოგროვდა მსურველთა მინიმალური რაოდენობა. თუ ასე მოხდა, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან უკან დაგიბრუნებთ მთლიან თანხას.