Bord.ge | ჯგუფური ტური: გორი, უფლისციხე, ბორჯომი

ჯგუფური ტური: გორი, უფლისციხე, ბორჯომი

ბორჯომი
კაცზე 90GEL-დან
av_timer
10 საათი
language
EN, RU, GE, GER, AR, IT, FR, SP
favorite

ამ ტურის ფარგლებში საშუალება მოგეცემათ ნახოთ რამდენიმე ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილი ერთ დღეში.

რას ვნახავთ:

  • უფლისციხე: კლდეში ნაკვეთი კომპლექსი რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვადმდე 2-1 საუკუნით თარიღდება. ის წარმოადგენდა ელინისტურ და გვიანი ანტიკური პერიოდში მნიშვნელოვან კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრს. დღესდღეობით მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ ანტიკური ქუჩები, კლდეში ნაკვეთი თეატრები, წარმართული და ქრისტიანული ეკლესიები, სამეფო დარბაზი და აქ ოდესღაც მაცხოვრებელთა დამზადებული თიხის ჭურჭლები - ვიზიტი ნამდვილი მოგზაურობაა წარსულში.
  • იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში: ვიზიტით უფრო ახლოს გავიცნობთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ფიგურას, ვნახავთ მის ვაგონს, დაბადების ადგილს, ხელნაწერებს და დოკუმენტაციას, ფოტოებს და სტატიებს გაზეთებიდან რომლებიც სტალინზე და მის ეპოქაზე მოგვითხრობენ. აქვე ვნახავთ მის ძეგლს, რომელიც 2010 წლამდე გორში იდგა.
  • ბორჯომი საკურორტო ქალაქია სამხრეთ საქართველოში, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. ქალაქი ცნობილია მინერალური წყლებით, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. დამსვენებლებისთვის ადგილი იდეალურია, სიმწვანე არც ქალაქის ცენტრს აკლია, სადაც ლამაზი პარკია გაშენებული და ცნობილი წყლის გასინჯვა შეგიძლიათ.
რა შედის
  • გიდი
  • წყალი ბოთლებით
  • უფასო SIM ბარათი
  • საქართველოს/თბილისის უფასო რუკა
რა არ შედის
  • სტალინის მუზეუმის ბილეთი - 15 ლარი. უფლისციხის ბილეთი - 15 ლარი. ბორჯომის პარკის ბილეთი - 2 ლარი.
  • საკვები და სასმელი
გამგზავრება და უკან დაბრუნება
  • ტური იწყება მეიდნის მოედნისა და მეტეხის ხიდის გადაკვეთის წერტილიდან. აქ დაინახავთ WST-ს ოფისს და ჩვენს ავტობუსს. მისამართი: კოტე აფხაზის ქუჩა 44, გახსენით Google Maps-ში
  • გავდივართ და უკან ვბრუნდებით იმავე შეხვედრის ადგილზე, თბილისში
დამატებითი ინფორმაცია
  • არსებობს ტურის გაუქმების შანსი, თუ არ მოგროვდა მსურველთა მინიმალური რაოდენობა. თუ ასე მოხდა, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან უკან დაგიბრუნებთ მთლიან თანხას.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი