- გიდი
- უფასო SIM ბარათი
- საქართველოს/თბილისის უფასო რუკა
ამ ტურზე მოინახულებთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილებს საქართველოში, გაეცნობით როგორც ჩვენს კულტურას, ისე ბუნებას და დატკბებით პანორამული ხედებით, მთიანი ლანდშაფტებით.
ჟინვალის წყალსაცავი: ჰიდროელექტროსადგური ჟივნალში. მოსანახულებლად განსაკუთრებული ადგილია, მას არა მარტო პრაქტიკული არამედ ესთეტიური ღირებულებაც აქვს - რაკი ბუნებას ულამაზესად ერწყმის.
ანანური: ციხესიმაგრე არაგვის პირზე დგას, არც ისე შორს ჟინვალის წყალსაცავიდან. აშენებულია არაგვის ერისთავების მიერ მეცამეტე საუკუნეში.
ჩვენი ტური ასევე მოიცავს გაჩერებას გუდაურში - სათხილამურო კურორტი საქართველოს მთიან მხარეში, სტეპანწმინდის მუნიციპალიტეტში. მისასვლელად გავივლით ჯვრის უღელტეხილს და ცნობილ მეგობრობის მონუმენტს, რომელიც 2200 მეტრის სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: გერგეთის სამების მონახულება მხოლოდ მარტიდან ნოემბრამდე პერიოდშია შესაძლებელი.
- საკვები და სასმელი
- გერგეთის სამებაზე მაღალი გამავლობის მანქანით ასვლის საფასური 10-15 ლარი კაცზე.
- ტური იწყება მეიდნის მოედნისა და მეტეხის ხიდის გადაკვეთის წერტილიდან. აქ დაინახავთ WST-ს ოფისს და ჩვენს ავტობუსს. მისამართი: კოტე აფხაზის ქუჩა 44, გახსენით Google Maps-ში
- გავდივართ და უკან ვბრუნდებით იმავე შეხვედრის ადგილზე, თბილისში
- არსებობს ტურის გაუქმების შანსი, თუ არ მოგროვდა მსურველთა მინიმალური რაოდენობა ან უამინდობის გამო. თუ ასე მოხდა, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან უკან დაგიბრუნებთ მთლიან თანხას.
- დეკემბრის თვიდან გერგეთის სამებაზე ასვლა აღარ იქნება შესაძლებელი.