Bord.ge | რთველი და სადილი ყვარელში

რთველი და სადილი ყვარელში

ყვარელი
კაცზე 150GEL-დან
av_timer
4 საათი
language
EN, RU, GE
favorite

რთველი საქართველოში დიდი მოვლენაა. ჩვენ წაგიყვანთ კახეთში, მხარეში სადაც რთველი ერთი დიდი დღესასწაულია. ყვარელში ოჯახური ტიპის მეღვინეობა დაგხვდებათ თვალუწვდენელი ვენახებით, მყუდრო სახლით, ულამაზესი ეზოთი და მარნით.

აქ გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა დაგხვდებათ. თავდაპირველად პატარა ექსკურსია გელოდებათ, დაათვალიერებთ მეღვინეობის მთლიან ტერიტორიას და შეიტყობთ როგორ აყენებს ოჯახი ღვინოს.

შემდეგ წაგიყვანთ ვენახში, რომელიც კავკასიონის მთების ძირშია გაშენებული. ერთად დავკრიფავთ ყურძენს და თან მოგიყვებით ღვინის და რთველის რვა საუკუნოვან ტრადიციაზე. ამის მერე ყურძნით დატვირთული კალათებით მარანში დავბრუნდებით და დაკრეფილ ყურძენს დავწურავთ.

ცოტაოდენი შრომის შემდეგ, ღვინოსაც დავაგემოვნებთ, რომელსაც პირადაპირ ქვევრიდან, თავად ამოიღებთ. ასევე გასინჯავთ სტანდარტულ და არომატიზირებულ ჭაჭას. აქაური ეზო სავსეა ყვავილებით, ხილის ხეებით, აქვეა ჰამაკები რომლებშიც შეგიძლიათ ინებივროთ. დროის აქ გატარება ერთი სიამოვნებაა - სანამ სადილი მომზადდება და სუფრა გაიშლება დატკბით კავკასიონის ხედებით სახლის აივნიდან.

სადილი ტრადიციული იქნება და უამრავ ქართულ კერძს გასინჯავთ - მწვადს (რომლის შეწვა თავადაც შეგიძლიათ), ხაშლამას, ხაჭაპურს, ჩახოხბილ ქათამს, რამდენიმენაირ სალათას, ქართულ საწებლებს. თუ რეცეპტებით დაინტერესდებით, მასპინძელი მათ სიამოვნებით გაგიმხელთ. სუფრაზე რქაწითელი, საფერავი და ოჯახში გაკეთებული კომპოტიც დაგხვდებათ.

რა შედის
  • მასტერკლასი
  • ღვინის დეგუსტაცია
  • სადილი

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი