Bord.ge | ტრადიციული სადილი ყვარელში, ქვევრის რიტუალი, დეგუსტაცია

ტრადიციული სადილი ყვარელში, ქვევრის რიტუალი, დეგუსტაცია

ყვარელი
კაცზე 100GEL-დან
av_timer
4 საათი
language
EN, RU, GE
favorite

ეწვიეთ ოჯახური ტიპის მეღვინეობას, რომლის მარანიც სამ თაობას ითვლის. დროის აქ გატარება ერთი სიამოვნებაა - ეზო სავსეა ყვავილებით, ხილის ხეებით, აქვეა ჰამაკები რომლებშიც შეგიძლიათ ინებივროთ.

აქ გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა დაგხვდებათ. თავდაპირველად პატარა ექსკურსია გელოდებათ, დაათვალიერებთ მეღვინეობის მთლიან ტერიტორიას და შეიტყობთ როგორ აყენებს ოჯახი ღვინოს. მცირე ექსკურსიის შემდეგ დააგემოვნებთ სამი სახეობის ღვინოს, რომელსაც პირადაპირ ქვევრიდან, თავად ამოიღებთ. ასევე გასინჯავთ სტანდარტულ და არომატიზირებულ ჭაჭას.

დეგუსტაციის შემდეგ სადილით ისიამოვნებთ. სადილი ტრადიციულია და უამრავ ქართულ კერძს გასინჯავთ - მწვადს (რომლის შეწვა თავადაც შეგიძლიათ), ხაშლამას, ხაჭაპურს, ჩახოხბილ ქათამს, რამდენიმენაირ სალათას, ქართულ საწებლებს. თუ რეცეპტებით დაინტერესდებით, მასპინძელი მათ სიამოვნებით გაგიმხელთ. სუფრაზე რქაწითელი, საფერავი და ოჯახში გაკეთებული კომპოტიც დაგხვდებათ.

დამატებითი ინფორმაცია
  • მინიმალური ასაკი: არაა შეზღუდვა, ღვინის დეგუსტაცია 18 წლიდან

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი