მცხეთას ხშირად ქალაქ-მუზეუმს ეძახიან მისი სიძველის, ღირსშესანიშნაობების დიდი რაოდენობის და ქუჩების გამო, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ გარდასულ საუკუნეთა სული.
გიდთან ერთად ჩვენ გავემგზავრებით ამ უძველეს ქალაქში და შევისწავლით მას.
პირველად, მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ეკლესია ქვიანი მთის წვერზე მდებარეობს, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავზე ლამაზი ხედები იშლება.
საქართველოს ძველი დედაქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სასეირნოდ. გარდა ისტორიული, კულტურული სანახაობებისა, ქუჩები სავსეა ხის აივნებიანი ძველი სახლებით და მაღაზიებით, სადაც სხვადასხვა ნუგბარის ყიდვა და გასინჯვა შეგიძლიათ.
გიდი დეტალურად მოგიყვებათ ყველაფერზე, რასაც გზად შეხვდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი მოსაყოლი სვეტიცხოველზეა, რომელიც ჩვენი შემდეგი გაჩერებაა - საქართველოში სიდიდით მეორე და პირველი ქრისტიანული ეკლესიაა.
საინტერესო დღე შეგიძლიათ კაფეში "Ornament Express", სადილით დააბოლოვოთ. კაფე ზუსტად სვეტიცხოვლის გადასწვრივაა და აქედან ძველ ქალაქზე ლამაზი ხედები იშლება. რესტორანი ძალიან მყუდროა, მუსიკალური არჩევანი კარგია, მომსახურე პერსონალი მეგობრული, კერძები კი უგემრიელესი. მენიუ ძირითადად, მაგრამ არა მთლიანად, ქართულია. რესტორანს ლამაზი ბაღიც აქვს.
- ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
- ორნამენტ ექსპრესის სტუმრობისას, შეგიძლიათ შეუკვეთოთ რაც გნებავთ მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში
- გიდი
- ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და სამოსი
- დარწმუნდით რომ კონსერვატიულად გაცვიათ ტაძარში შესვლამდე. ქალებს შეუძლიათ თავშლის აღება ეკლესიაში შესვლამდე, რომლის გარეშე შესვლა არ არის მიღებული
- ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 7
- ხანგრძლივობა: 6-7 საათი
- თარიღები: ყოველ დღე
- მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით