- ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
- სადილი
- ღვინის დეგუსტაცია
ღვინოს ხსენებისას, როგორც წესი ყველას პირველი კახეთი ახსენდება, მაშინ როცა ღვინის ტრადიციები მთელს ქვეყანაშია გავრცელებული და ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ - იმერეთია.
ჯერ მოვინახულებთ მღვიმევის მონასტერს, რომელიც კლდეში შეჭრილ ზღაპრულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს.
შემდეგ ვეწვევით ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. აქ დაცული უძველესი ექსპონატები ძვ.წ. მეცხრე საუკუნით თარიღდება. ნახავთ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაკეთობებს, ნუმიზმატიკურ კოლექციას და მრავალ სხვას.
ვანის მუზეუმთან ახლოს ორი მეღვინეობაა, ორივე თავის მხრივ გამორჩეული. ერთს აქაური ახალგაზრდა გოგო, ბაია უძღვება, მეორეს კი ბრიტანეთიდან რეგიონის სიყვარულით გადმოსახლებული აიდანი. მათთან დააგემოვნებთ იმერულ ღვინოებსა და კერძებს.
ეს ალტერნატიული ღვინის გზა გამორჩეული მოგონებებით და გამოცდილებით დაგასაჩუქრებთ, რომლის მსგავსიც ცნობილ ტურისტულ ადგილებში იშვიათობაა.
HIGHLIGHTS|tour}
- გიდი
- ჩაიცვით კომფორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი
- ტაძრებში მანდილოსნებს უნდა ეცვათ ისეთი სამოსი რომ არ აჩენდნენ მუხლებსა და მხრებს. იგივე ეხებათ მამაკაცებს - შორტებით ეკლესიაში შესვლა მიუღებელია.
- ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 8
- ხანგრძლივობა: 7-8 საათი
- თარიღები: ყოველ დღე
- მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით, ღვინის დეგუსტაცია - 18 წლიდან