Bord.ge | ღვინის ტური კახეთში

ღვინის ტური კახეთში

კაცზე 345GEL-დან
av_timer
10 საათი
language
EN, RU, GE
favorite

ეწვიეთ კახეთის რეგიონს, გაიცანით მისი ისტორია. დააგემოვნეთ აქ დამზადებული ღვინოები, ჭაჭა. გაიგეთ როგორ მზადდება ღვინო დიდ საწარმოში და ოჯახურ მარანში. ისიამოვნეთ სადილით ულამაზეს ეზოში საიდანაც კავკასიონის ხედები მოჩანს.

ჩვენი პირველი გაჩერება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია წინანდალში. აქ გაშენებულ ევროპულ პარკში შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებს და სიყვარულის ხეივანს - ლეგენდის თანახმად, თუკი შეყვარებული წყვილი ხეივანს თვალდახუჭული გაივლის მათი სიყვარული ბედნიერი იქნება. რაც უფრო საინტერესოა, აქაა ღვინის საცავი - ეს 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში ჩამოისხა ღვინო.

ჩვენ ვეწვევით კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ მეღვინეობას სადაც მასპინძლები ხანმოკლე ტურს მოგვიწყობენ თავის ღვინის მუზეუმში, რის შემდეგაც დავაგემოვნებთ კლასიკურ ღვინოებს.

შემდეგი გაჩერება თელავია. აქ ვნახავთ ბატონის ციხეს - ერეკლე II-ის სასახლეს. სამუზეუმო კომპლექსში შედის ერეკლეს დაარსებული ფილოსოფიური სკოლის ნაშთები, აბანო; მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური მასალა, სარკოფაგები, ხელნაწერები, სამოსელის კოლექციები და მრავალი სხვა საინტერესო ექსპონატი.

მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ ყვარელში გადავინაცვლებთ, ოჯახური ტიპის მეღვინეობაში სადაც განსაკუთრებულად თბილი აურა და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. აქ გელოდებათ სამნაირი ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია სადილთან ერთად.

თბილისში ბევრი სასიამოვნო შთაბეჭდილებითა და ახალი ცოდნით დავბრუნდებით.

home_work
თბილისი
museum
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი
star
ღვინის დეგუსტაცია წინანდალში
წინანდალი
museum
თელავის ისტორიული მუზეუმი
star
ტრადიციული სადილი ყვარელში, ქვევრის რიტუალი, დეგუსტაცია
ყვარელი
home_work
თბილისი
რა შედის
  • ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
  • მძღოლი
  • ტრადიციული სადილი მეღვინეობაში
  • ღვინის დეგუსტაცია (სურვილისამებრ)
რა არ შედის
  • ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ერეკლეს ციხის ბილეთის ფასები
  • გიდი
დამატებითი ინფორმაცია
  • ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 8
  • ხანგრძლივობა: 9-10 საათი
  • თარიღები: ყოველ დღე
  • მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით, ღვინის დეგუსტაცია - 18 წლიდან

ბილეთების ფასები:

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბილეთის ფასი: 10 ლარი. ერეკლე II-ის სასახლის ბილეთის ფასი: 5 ლარი

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი