- შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი ნებისმიერ დროს და დაიბრუნოთ მთლიანი გადახდილი თანხა უკან.
av_timer
2 საათი
•
language
EN, RU, GE
ios_share
favorite
შოთი ქართული ტრადიციული პურის სახეობაა, რომელსაც გრძელი და რკალისებური ფორმა აქვს. კახეთში ხმლისებური ფორმის შოთები იციან. ასეთ ფორმას პურს თონე აძლევს, ქართული სპეციალური თიხის ან აგურის ღუმელი, რომელსაც ცილინდრის ფორმა აქვს.
ეწვიეთ ოჯახური ტიპის მეღვინეობას, რომლის მარანიც სამ თაობას ითვლის. დროის აქ გატარება ერთი სიამოვნებაა - ეზო სავსეა ყვავილებით, ხილის ხეებით, აქვეა ჰამაკები რომლებშიც შეგიძლიათ ინებივროთ.
თქვენ ისწავლით როგორ მოზილოთ ცომი, გააცხელოთ თონე შეშით და ჩააკრათ პურები. შემდეგ დააგემოვნებთ თქვენივე მომზადებულ უგემრიელეს შოთებს. შეგიძლიათ ისინი სახლშიც წაიღოთ ან უკანა გზაზე მიირთვათ.